ხუთშაბათი
28.11.2024
14:00
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აგვისტო » 13 » ვიცი მონატრება დამიმონებს
19:51
ვიცი მონატრება დამიმონებს
ვიცი მონატრება დამიმონებს...
      (ჩემ ლეჩხუმს)
 
ვიცი, მონატრება დამიმონებს
სულის უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს...
ვიცი,ლეჩხუმამდე დაბრკოლებას
მიქმნის რეალობის იერსახე.
რა ვქნა ცხოვრებაში მარტოხელამ?
ისევ დავიწყებას მივეძალე.
ძლიერ დავიღალე...ამიტომაც
მტოვებს ნოსტალგია,როგორც იქნა.
გულში იარები დამიტოვა
თურმე უსასრულო მოლოდინმაც.
რადგან ვარ ლეჩხუმზე მეოცნებე
თითქოს ყველაფერი მარტივდება.
ვიწყებ ვით მხატვარი ჩემ მოლბერტზე
ტილოს ემოციით ატირებას...
რადგან მონატრება დამიმონებს
რაღაც უჩვეულო იარებით.
დღეს დრო როგორც თავის მარიონეტს,
ისე მათამაშებს,მატრიალებს...
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3186 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 5
5 tamo  
0
,მურის ძველ ხიდთან,სადაც გორმახებს თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,
სამი ციხე დგას: ციხე - '' დაუხვდი '' ციხე- ''დაჰკარი'' და - '' არ გაუშვა"

4 imeda  
0
magaria

3 ramini  
0
getyobat namdvili lechxumlebi xart da lechxumit cocxxlobt

2 გვანცა  
0
ამ მიწის გულზე ყველაზე მეტად ლეჩხუმი მიყვარს <3

1 nikoloz gurguchiani  
0
იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
იწვა და ასე ნებივრობდა პატარა ჩერო,
ვიდრე მზემ უთხრა გაღვიძებას თავის სათქმელი.

პაპანაქება წამოაჯდა კამარას ირგვლივ,
პირველი ქანცი მოაწყვიტა ადრიან მგზავრებს,
და იღვიძებდა მელოდია ქართული დილის,
გზა–გზა ტოვებდნენ მკვლავმაგარი ბიჭები ნამღერს.

ზეცამ ცრემლები შეიკავა შუა დღეს უფრო,
(მაინც წამოსცდა ცოტაოდენ).სიმხნევე გლეხთა
ისმის ჩაივლი შარაზე და არც სასაუბრო
არ დაილევა. დაღლისპირულს ვიმღერებთ ერთად.

მერე საღამო შეიშლება, ორგია, ღვინო,
და ძმებიც მოვლენ, მერამდენედ შევფიცავთ ძმობას,
სისხლს უერთდება ოჯალეში, რომ გაგვაგიჟოს,
და ყოველ ღამე პოეზია მომყავდა ცოლად.

ხო და აქ ყველა პოეტია თავისი საქმის,
ერთიც დაასხი მეგობარო, დაასხი ერთიც,
დაღლილ გლეხების ხუმრობანა, სიმღერა ღამის,
ქვას არა… მაგრამ პოეზიას ვადინეთ ლექსი.

იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
დაღლილ კაცივით ისვენებდა პატარა ჩერო,
დაე ყოველ დღე თენდებოდა აქ საქართველო

სახელი *:
Email *:
კოდი *: