პარასკევი
13.12.2024
01:16
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 12 » შელოცვები ლეჩხუმურად
22:47
შელოცვები ლეჩხუმურად
ხალხურმა სიბრძნემ შექმნა ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ჟანრი, რომელსაც შელოცვები ეწოდება და რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს. ,,შელოცვა სიტყვიერი ფორმულაა, რომელსაც სამიზნო დანიშნულება აქვს. ეს ჟანრი უხსოვარ დროში ჩამოყალიბდა და ახლაც ფართოდაა გავრცელებული. ყველა ხალხში. მათ რიცხვში ქართველთა შორისაც.”

დამწვრის შელოცვა
ზღვა ფოფინებდა, ზღვა ტოტინებდა,
წითელ მღვდელი, წითელ ხარებს ამუშავდა,
ზღვას ხვნიდა, ქვიშას თესავდა,
ვის გაუგონია ზღვა ხნული, ქვიშა თესული,
მესამე დღეს დამწვარი გაძნელებული.
(მთქმელი გალინა ხუციძე, 78 წლის, ქვედა საირმე, ზედა საირმიდან)

 
დამწვრის შელოცვა
,,ელი ელობდა, წითელს ხუცესსა, წითელ ხარი შეება,
მელი მელობდა, გაირა ქრისტე ღმერთმა, ჰკითხა:
ზღვა ფოფინებდა ხუცესო, რასა ხნავ და რასა სთესამ,
ქვიშას თესავდა, კლდესა და ქვასა ვთესავ.
ვინ გააჩინა დამწვარი, დამწვარი! ისე შენ იხარე, როგორც
გაძნელებული 3 დღის იქით. კლდეში ქვიშამ იხაროს(იმეორებს სამჯერ
)
(მთქმელი:ანიჩკა ქობულაძე.სოფელი თაბორი)

წითელი ბატონის ლოცვა

შეგილოცავ სიმსივნისას, სიმტკივნისას,
ქარსაყმაწვილოსას, ქარკმენელისა, სამი ძმანი მიდიოდნენ
წინ შემოხვდათ მარიამ წმინდანი. სად მოდიხართ?! სად მიგიხარიათ?! ჩვენ მივდივართ ადამიანის ტანში სისხლის სასმელად, რბილის საჭმელად დაძვალის სახრავად ნუ მიდიხართ, ადამიანის ტანში! თვარა მოვიტან ჩემსა დანასა, პირსა სპონტოქისასა, ტარსა ზალხოშისასა, ავჭრი, აგანიავებ, მიგცემ ქარსა და დიავსა.
(მთქმელი: გალინა ხუციძე, 78წლის ქვედა საირმე, ზედა საირმედან)

თავის აუტანელ და მუდმივად ტკივილის შაკიკის შელოცვა

სახელი ღვთისა, მამისა, ძისა, სულისა წმინდისა, შაკიკი გამოჩვეულა სათივისა ბოლოსა, ისე ხრავდა რკინასა, როგორც ხარი თივასა, წმინდა გიორგიმ დასწყევლოს, გაიპარა დილასა. ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი. (გავიმეოროთ სამჯერ).
(მთქმელი: ლიდა ხუციძე, 75წლისა, სოფ. ზედა საირმე, მკვიდრი.)
 
სულ სხანაირად ულოცავენ შაკიკს სოფელ ალპანაში
შაკიკის შელოცვა

შაკიკი შამომჩვევია შაკიკი შემომჩვევია
ამ სათივის ბოლოსა, სათიბისა ბოლოსა,
ისე სჭამდა რკინასა ისე ჭამდა რკინასა,
როგორც ხარი თივასა. როგორც ხარი თივასა.
გაუწყრა სამას სამოცდასამი დასწყევლოს წმინდა გიორგიმ
წმინდა გიორგი გაიპაროს დილასა.
გაიპარა დილასა.
(მთქმელი ანეტა კაციას ასული ვაწაძე, 78წლის, სოფ. ალპანა, საირმიდან)

შელოცვა თვალის ტკივილისა
ვბურთაობდი, ვნადირობდი, ქრისტეს ბურთი თვალში მომხვდა, რა არის მისი წამალი? უხმარი ნემსი აბრეშუმი ძაფი, კვერცხის ცილი, ჭიის ფრის კაკალი და შაში(გავიმეოროთ სამჯერ)
(მთქმელი; მარო ალავიძე, 65წლის სოფ. საირმე, მკვიდრი)


შელოცვა კბილის ტკივილისა

,,სახელი ღვთისა მამისა
მისა სულისა წმინდისა,
წმინდა გიორგი ზღვისა
ნუ ამიტკიებ კბილსაო.
ორშაბათსა და პარასკევს
არსად მოვიჭრი ფრჩხილსაო
არც შევჭამ შავსა ბოლოკსა,
არცა ბერძნულ თხილსაო.
ღმერთო შენ დასწერე
წყალობის ჯვარი
(მთქმელი: ოლია ვარლამის ასული ქარსელაძე,
80 წლის, სოფ. თაბორი. მკვიდრი)

მუცლის ტკივილის ლოცვა

ანანია, მანანია, ჩემი ხელი წამალია, ქრისტე, სტუმრად, ქვა სასთუმლად, ბეღლის თავი მოსასვენად. ერთი ჯამი ცივი წყალი, ნახევარი ქერი, მუცელ-გულის წამალია. არიული-მარიული, ჩიტის ბუდე ცარიელი, გორ-შევდექი, გორ მაღალისა, წყალს უმზერ ფილაფოთსა, ღმერთო უხსენი ამას.”
(მთქმელი: ლიდა ხუციოძე, 75წლისა, სოფ. ზედა საირმე, მკვიდრი)

ლოცვა წითელი ქარებისა

შევედი მთასა მაღალსა,
დავხედე ზღვასა დაბლისა,
დევიარებოდი, ვეძებდი წამალსა
სიმსივნისა, შავი ქარისასა
ქარსა ქარამელისას, წითელი ბატონისასა!
გამოსავალი ხარ, გამოდი,
გასაბნევი ხარ, გაბენ,
გამოხევ ჩემს ლოცვას
(მეორდება სამჯერ)
(მთქმელი: ნაზი ალექსანდრეს ასული ფირთიხაშვილი,
50 წლის , სოფ. სურმუში, მკვიდრი.)

ჭვალის ლოცვა

ალილეი, თვალილეი,
პეტრე დაჯდა ქვასა,
პეტრემ ჰკითხა პავლესა
რათა არ სჭამს პურსაო?
ტკივილები მაქვს გულსაო
რა არის მისი წამალი?
ცივი წყალი, ცივი რკინა,
თავად ამოსული კანაფი.
გადაჰკიდე მხარსა
ამოაგდე მხარსა
ამოაგდებ ჭვალსა.
(მთექმელი: მაყვალა სამოელის ასული მანაგაძე_
ბაკურაძე, 48 წლის სოფ. თაბორი)

საქონლის ლოცვა

ადამ დაიბადა, სამი დეიძახა, სამმა წყარომ თავი წეიყარა, ციხე ამაღლდა, კოშკი დადაბლდა, დედა-შვილი ჭამად ჯდია. მოიწენით უდებს, ღმერთი დრომდი და ალობდი ნუ მოუშობ ამ საქონლის წასახდენლისკენ.
(მთქმელი: ანეტა კაციას ასული ვაწაძე, 80 წლის, ალპანა).
 

დაკარგული საქონლის შელოცვა

ეკუნია, ბეკუნია, მეფის ხატი სვენებია
მეფეო გადმოაგდე, ხელბორკილი რკინისა,
ნადირს კბილი შეუბეჭდე, მეგობარსა
ხელი ხარი,
გადააგდე ზღვაში,
ღმერთო, შენ გადამირჩინე,
ჩემი საქონელი.
(მთქმელი: გალინა ხუციძე, 78წლისა, სოფ: ქვედა
საირმე,ზედა საირმედან).
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 10548 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 huliganka  
0
:D:D:D:D:D:D:D magaria biggrin kbilis tkivilis shelocvas mec vaketebi bavshvobashi da otxshabat-pataskeobit martla ar vichridi frchxilebs kai xani :D:D:D:D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *: