პარასკევი
13.12.2024
03:31
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 25 » ლეჩხუმური მევენახეობა
01:34
ლეჩხუმური მევენახეობა
   ვაზის ნაყოფისაგან ძირითადად მზადდებოდა ღვინო. ღვინის დაყენება იცოდნენ: ყურძენს რომ მოკრებდნენ საწნახელში და ფეხით დაჭყლეტდნენ. ,,მოკრეფილი ყურძნის ტევანს(მტევანი) ჩავყრიდი ხორგაში(საწნახელი), ჩევიდოდი შიგ და ვჭყლეტი (ვჭყლეტდი) ფეხით”.
 
   ,,ხორგი-დიდიდ საწნეხელი (ქეგლ) ,,ხორგი გამოფუღუოებული, გათლილი, დიდი ცაცხვის ხეა. Uუდიდესი საწნახელის სიგრძე ოთხ მეტრს აღემატება, განი და სიღრმე თითო მეტრი აქვს, შიგ ას ფუთზე მეტი ღვინო ჩადის. ზოგიერთ ხორგოს თავსა და ბოლოში თხელი ფიცრის კედლები აქვს ჩადგმული. ჭინა კედელს, რომლის ძირში ღარით ღვინო გამოდის, საშებურს უწოდებენ. ,,მოვიტანდით და გავტენიდით ხორგოს; რომ კაა ჩატეხილიყო ხის საჩეჩქველათი ჩავჩეჩქვავდით, ხორგოს ხმალს გაუმაგრებდით სოლებით”(შიანმრეწვ გვ150) ხორგო-საწნახელი(სინონ ზმ. ზეპირსტყ.) ყურძნის დაწურვამდე გამოვაძრობთ ჩაგუბებულ ტკბილს’(ალ.კობ) ,,ხორგო იგივეა, რაც სამწნახელი, საწნახელი” (დიალექტ.გვ 680) საწნახელიდან ამოიღებდნენ ტკბილს და ჭურში (ქვევრი-საბ) ჩაასხამდნენ, დარჩენილ ჭაჭას ხელახლა დაამუშავებდნენ. ,,ჭაჭა რომ დარჩებოდა იმას ქვის წნეხში გავატარებდი ჩოუშობდით (ჩაუშვებდით) ჭურში ტკბილს და ჭაჭას, უშობოდით (ვუშვებოდით) ერთ გოდორს (თხილის წნელისაგან მოწნული ჭურჭელია ყურძნის საზიდად, ,,წკეპლის ჭურჭელი(საბ) ან ერთ სალასტოს (უხელო კალათა) ,,სალასტო ტკეტებისაგან მოწნული ყურძნის საზიდავი მოზრდილი ჭურჭელი”(ალ. კობახ) ,,სალასტო თხილის ტკეჩისაგან გაკეტებული დიდი კალათი "(დიალექტ. 678) რომ დუღილი წასულიყო კარგად.” ზოგი მეტს უშვებოდა, გააჩნდა რა რაოდენობის ღვინო იყო.” ზოგიერთ საწნახელს ტკბილის გამოსასვლელი პირი აქვს ,,საწნახელის გარეთა ნაწილი-ღარიანი პირი, საიდანაც ტკბილი გადმოჩქეფს, არის ინდური”(მ.ალავ).
რომელ საწნახელსაც ღარი არა აქვს, იქიდან ღვინოს ხრიკით და ორშიმოთი (მწარე კვახი) იღებდნენ.
   ,,ხრიკა და ორშიმო გამხმარი მწარე კვახისაგან კეთდება. ხრიკას ტარის გვერდში(ყელის პარალელურად) (მ. ალავ) ჭურიდან ღვინის ამოღებისას უპირატესობას ორშიმოს ანიჭებენ, რადგან ხშირად ხრიკას ბრკე მოჰყვება. ,,ბრკე შესაძლებელია ამოჰყვეს ხრიკას, ორშომოს კი არა. ორშიმოში ღვინო შუა გვერდიდან ჩადის და ყელს, სადაც ჰაერი ამოდის, ობი გარეთ მოადგება. ხრიკას ყელში კი ბრკიანი (ობიანი) ღვინოც შადის, ხოლო ჰაერი ცალკე (სასილედან) ამოდის, უსასულო ხრიკაში ღვინოსც ხვდება დაბრკოლება, რის გამოც ისმის დღვიპიანი-ჰაერის წინააღმდეგობით გამოცემული განუწყვეტელი უთანაბრო ხმა” (მ. ალავ) ,,ე ბიჭო გაწი, მაგი ხრიკა იქეთ და ორშიმო შეიტანე, ტიშლი (ბრკე) მოდენია თლათ ჭურს (ყელზე) ,,ბრკეს ტიშლს უწოდებენ (მ. ალავ). იცონენ საწნახელის ღართან განსაკუთრებული დადგმა, რომელსაც სარნას ეძახდნენ ,,სარნა” თაღარი იყო თიხის ჭურჭელი (საარაყე ქვაბისოდენა), რომელსაც ქვევრისებური ფსკერი (მუჯურო) ჰქონდა. შატნას, ტკბილი რომ დაღვრილიყო, ინდურის ქვეშ მოათავსებდნენ, ამოჭრილ მიწაში ჩადგამდნენ” (მ. ალავ).
 
   ,,ინდური-საწნახელის გამოშვებული, ღარიანი ნაწილი, რომელზედაც ტკბილი გამოდის”(ქეგლ) ,,ინდური-საწნახელის ნაწილია. ინდური ხორგოს წინ გამოშვებული ნაწილს ჰქვია, იმაზე გადის ტკბილის ღარი”(ალ.კობ.) დაწურულ წვენს ჭურში ჩაასხამდნენ, ფიცარს დაახურავდნენ და თავს კარგად გადალესდნენ თიხამიწით ,,ჭურს კი ზევიდან თავს დაუგიზავდნენ (გადაგლესავდნენ), ზევიდან სილას დააყრიდნენ და ინახავდნენ ატმის ყვავილობამდე, ამას აკეთებდნენ მაშინ, როცა ღვინო უნდოდათ საძველოდ (შესანახად) ატმის ყვავილობის შემდეგ გადაიღებდნენ დაწმენდილ (გასუფთავებულ) ღვინოს ახალ ჭურში.” ძველისძველი ღვინოს მომბალს ეძახდნენ ,,მომბალი ღვინო ჰქონდა ბებიაჩემს.”
 
   ლეჩხუმის მეორე სოფელში-ზედა ლაილაიშიც თითქმის ასევე იყენებდნენ ღვინოს, მხოლოდ ოდნავ განსხვავებული წესით. Mმოკრეფილ ყურძენს 2-3 დღეს გააჩერებდნენ დიდ საწნახელში-ხორგოში. ,,ხორგორბში (დიდი საწნახელი) ჩავაყენებდით 2-3 დღეს ყურძენს და თავისით რაც ჩაწდებოდა წინწირაქი (ჭუჭყი), დაიწმინდებოდა და საფელამუშედაც ვხმარობდით”. Oორი დღის შემდეგ დაიბანდნენ ფეხს კარგად და დაიწყებდნენ დაწურვას. ,,ხორგოში (დიდ საწნახელში) რომ ჩაყრიდნენ, იქ ჩადიოდა კაცი და წურავდა ასე ბიმბილას.” ,,ყურძნის ბიმბილი-ყურძნის მარცვალი ,” ,,ბიმბილი-ყურძნის მარცვალი მტევნის კიწზე (ან კიმპალზე, ყუნწზე) (დიალექტ. Gგვ 675), ბიმბილი-ყურძნის (ერთი) მარცვალი.” (ალ. კობახ.)
თვითონ ყურძნის მარცვლების შეკრულ მასას მტევანს-ტევანს ეძახიან ,,ყურძენს უძახით.” ხორგოში რომ დაწურავდნენ მტევანს მერე ან შიგ დატოვებდნენ ანდა გადაიტანდნენ სხვა ჭურჭელში. ,,ვისაც უნდოდა ხორგაში დააყენებდა, ზოგი კი ჭურებში.”, ,,გინდა ხორგოში დააყენებდი და გინდა ჭურებში გადაიტანდი. ხორგოში უფრო მალე დგებოდა ყურძენი, ვიდრე ჭურში.” გარდა ამ საწნახელისა, იცოდნენ პატარა საწნახელის დამზადებაც და გამოყენებაც. Pპატარას ჩაჭრილას ეძახდნენ ,,ი(იმ) პატარა ჭურჭელს-ჩაჭრილას, საზიდად ვხმარობდით.” Mმოსავალი როცა დიდი იყო ხორგოში წურავდნენ. ,,ვისაც ბევრი მოუვიდოდა ხორგაში წურავდა ტევანს.” ჩაჭრილებით ვზიდავდი ყურძენს, ჩაჭრილა ურემზე იყო დამაგრებული ბაწრით და ხარებით ამოგვქონდა. ,,სალასტოი მოვიტანდით და ჩავყრიდით ძარაში, რომელიც ურემზე გვედდა, ან ჩარჭილაში ჩაუცლიდით.’ (შინამრეწვ. Gვ150) ,,ჩაჭრილას მერე-პატარა ხორგოა, ურემით დააქვთ, ყურძნის საზიდავად იხმარება” (მ.ალავ) ,,ფეხით რომ დაჭყლეტდნენ ყურძენს, ბიმბილი მაინც შეყვებოდა, ამიტომ დარჩენილი ჭაკძას ქვის წნეხში გაატარებდნენ.”, ,,ბიმბილს რომ არ აქვს წვეთი წბერში გაატარებდნენ.” ჭბერი ქვისაგან იყო გაკეთებული ,,წბერს ქვისას, ბაღდადის (ეს ქვა არის საირმის უდაბნოში) ქვისას აკეთებდნენ.,,ჭაჭას სხვადასხვაგვარად იყენებენ წბერში ანუ საქაჩგელში გატარებენ წაქაჩს-მის ღვნოს ცალკე შეინახავენ|(მ.ალავ)
 
   ქვის წბერის აღწერილობას მოცემული აქვს მ. ალავიძეს. ,,ძველებური წბერი ასეთი იყო.” მარნის ერთ მახრე, კიდეთ კიდემდე. ჭბერს ეჭირა. Mმარცხნივ კუთხეში მიწაში ორი ფეხით ჩაასობდნენ კაცას-მსხვილ მუხის ან ნიგვზისბოძალ ხეს. მისი თავი მარნის ერამდე აღწევდა. კაცას შუაში გაუყრიდნენ და თავს მიამაგრებდნენ ორ პოჭიკას-დირეს, რომელიც მოძრაობდა. მეორე თავზე დირეს (მარჯვნივ) ქუდი ეხურა. ირის დასაყრდენი სვეტს სამართი ერქვა. ქუდსა და დირეში ზევით და ქვევით ადი-ჩადიოდა დახრახნილი ხის მსხვილი ისარი. მას უერთდებოდა კვირისთავი მრგვალი და მძიმე ქვა. ისარში გაუყრიდნენ ხეს მით ორი კაცი კვირისთავსაბრუნებდა. კაცას ახლოს იყო მურეტაფა-ფართო ქვა, ან ურთხლის ფიცარი, დანდლებზე-ხის კუმძებზე-იდგა და გულზე წრედ ოთხკუთხედი ღარი ჰქონდა. Dდანდლები კაცაში იყო გაყრილი, რის გამოც კაცა უძრავად იდგა. მერე ტაფაზე კაპიწებით-თხელი ფიცრებით-კოდს დააშენებდნენ. Kკოდს-ჭაჭის პერანგს-მაღლით კეტავდა უღელი მას კაცაზე ჰკიდებდნენ. კოდში ჭაჭას ჩაყრიდნენ, თავზე სამ-ოთხ კაკალს სქელ ფიცრებს დააფარებდნენ. Kკაკალასა და დირეს შორის კველოებს-ფიცრის ნაჭრებს ერთმანეთზე დადგამდნენ. ხონჩა იყო მოკლეტარიანი გრძელი ნიჩაბი, კოდში ჭაჭის ჩასაყრელი. ორი კაცი ისრიან ქვას ხმალათი წაღმა დააბრუნებდა, კვირისთავი მაღლა აიწევდა, დირე ძირს დაეშვებოდა და ჭაჭა დაიწურებოდა. შემდეგ წბერს დააყენებდნენ. ისარს უკუღმა დააბრუნებდნენ, კვირისთავი ძირს დაეშვებოდა და დირე გასწორდებოდა. Kკოდს გასნიდნენ და დაპრესილ ჭაჭას ამოიღებდნენ-ჯგვირით დაშლიდნენ. Yყოველ ავსებაზე კოდიდან სამ-სამი ფუთი ღვინო გამოდიოდა (მ.ალავ)
პირველად რომ გამოვიდოდა ღვინის წვენი დაწურული მტევნიდან, იმას შუმს ეძახდნენ, დადუღებულს, დამაჭრებულს კი ღვინოს.
,,პირველგამოსულ ღვინოს შუმს ვეტყვით. Mმერე დამაჭრდება, რომ დაიდუღებს გახდება ღვინო.”(შინამრეწვ 150)
,,შუმი-წმინდა, უწყლო, მაგარი ღვინო”.(ალ. ღლ.)
,,შუმი-წმინდა, ხალასი, ნამდვილი, თავნავარი,” ,,შუმი ღვინო.”(ქეგლ)





კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2788 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | ტეგები: მევენახეობა, ლეჩხუმური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: