პარასკევი
13.12.2024
02:54
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » გუგავა , მუშკუდიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
20:08
გუგავა , მუშკუდიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
  გ უ გ ა ვ ე ბ ი   სოფ.ჩხუტელსა და უსახელოში მოსახლეობენ. ჩხუტელელი გუგავების გადმოცემით, მათი გვარი ქვემო სვანეთიდან, სოფ.ლასკადურადანაა მოსული ლეჩხუმში. სვანეთშიც იგივე გვარი უტარებიათ. დღეს ეს გვარი ქვემო სვანეთში (ლასკადურა, გვიმრალი) კვლავ მოსახლეობს. საყურადღებოა,რომ ხალხურ მეტყველებაში სულ უსახელოში ეს გვარი რამდენჯერმე იხმარეს ,,გუგავანი,,-ს ფორმით. ჩანს გუგავები სვანეთიდან ლეჩხუმში საკმაოდ დიდი ხნის წინ გადმოსახლებულან. მე-16 საუკუნის საბუთში ,,ცაგერის საყდრის გამოსავლის დავთარი,, მოხსენიებულია გუგავების ორი კომლი,ოღონდ ,,გუგუვას,, ფორმით: ,,მართებს გუგუვას სუსულასა…,, ,,მართებს გუგუვას ოქროპირსა…,,. მთხრობლის ა.ჭ. გუგავას სიტყვით, ,,ჩვენა ვართ წარმოშობით ზემო სვანეთიდან.ყოფილან იქინე სამი ძმანი.მერე ამ სამ ძმას ფიცი გაუტეხიათ და დაუწყიათ დევნა. გამოქცეულან. სისხლის აღების შეეშინდათ. ერთი ძმა დარჩენილა ქვემო სვანეთში, მეორე ძმა დარჩენილა აქანე ლეჩხუმში. ზემო სვანეთიდან გუგავას გვარით წამოვიდნენ. მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლში ,,მატიანე სუანეთის კრებისაი,, გვხვდება გვარსახელი ,,გოგანი,, . შესაძლოა გუგავები ამ გოგანების შთამომავალნი იყვნენ.
 
   მ უ შ კ უ დ ი ა ნ ე ბ ი  სვანეთიდან მიგრირებული გვარია. მთხრობელის თქმით: ,,მუშკუდიანები არიან ოყურეშში, ლასურიაშში და ოფიტარას. ჩვენი გვარი სვანური წარმოშობისაა. მოსულან უშგულიდან. მესისხლეობის გამო სამი ძმა გამოხიზნულა,,. მე-13 ს-ის მეორე ნახევარში მუშკუდიანები არაერთგზის არიან დასახელებული სვანეთის მცხოვრებლებად. დღეს ლეჩხუმში მუშკუდიანი საკმაოდ დიდი გვარია. 1904 წლის მონაცემებით ლეჩხუმში 60 კომლი მუშკუდიანი მკვიდრობდა. მე-16 ს-ის ბოლო პერიოდის საბუთში სო.ოყურეშს შვიდი კომლი მუშკუდიანია მოხსენიებული: ,,მუშკუდიანი მახარობელი, მუშკუდიანი გოგინა, მუშკუდიანი ნეფისა, ნასხიდა მუშკუდიანი, მიქაელ მუშკუდიანი, ჯაფარა მუშკუდიანი, ლომინა მუშკუდიანი,,. ზუსტი დროის დადგენა, თუ როდის გადმოსახლდნენ მუშკუდიანთა წინაპრები სვანეთიდან, ერთობ ძნელია, რადგან ამისი წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, ხოლო ეთნოგრაფიული მასალებით მიგრაციის მიახლოებითი დროის დადგენა შეუძლებელია, რადგან მიგრაცია საკმაოდ დიდი ხნის წინ არის მომხდარი. მე-17 საუკუნის საბუთში მუშკუდიანების დიდი რაოდენობით მოხსენიება გვავარაუდებინებს,რომ მათი აქ გადმოსახლება მე-13 - მე-14 სს. უნდა მომხდარიყო.
კატეგორია: ლეჩხუმური გვარები | ნანახია: 7086 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 1
1 რეზი  
0
lechxumsi kiargadmosaxldnen, leqxumi da racha adre svanetis iyo, da saxelis svanuri qviat.

სახელი *:
Email *:
კოდი *: