შაბათი
20.04.2024
15:52
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » მაისი » 1 » ლეჩხუმის მოსახლეობა - ლეჩხუმის დემოგრაფიული პორტრეტი - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
22:01
ლეჩხუმის მოსახლეობა - ლეჩხუმის დემოგრაფიული პორტრეტი - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
   ლეჩხუმის დემოგრაფიული პორტრეტი უძველესი დროის ლეჩხუმის ტერიტორიაზე ადამიანთა ცხოვრების კვალის და შემდეგ მათ ქართველებად ჩამოყალიბების ისტორიაზე რამდენადმე განსხვავებული აზრი გაგვაჩნია.
 
   ლეჩხუმში,რიონ-ლეხინდრის შესართავის მიდამოებში - ზედა ტვიშს, ნაკურალეშსა და ზედა ზუბში (ცხენისწყლის ხეობა) კარგად ჩანს ნეოლითური ხანის ნასახლარები… მოპოვებული მასალები, ქვის და კაჟის ნივთები, დაცულია ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
 
   სინამდვილეა, რომ ლეჩხუმში სახელთა დიდი ნაწილი სვანური წარმოშობისაა, მცირეა ზანური, უმრავლესობაა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა დიდი სვანეთი და გარკვეულ პერიოდში ლეჩხუმის ტერიტორია სვანურ ტომებს ეჭირათ. უნდა ვიფიქროთ, რომ იმ დროიდან შემორჩა ლეჩხუმში სვანური სახელები.
 
   აქედან გამომდინარე, თავიდან მეზობელი ტომების ლეჩხუმის ტერიტორიაზე თანაცხოვრებით კი არ ჩამოყალიბებულა დღევანდელი ლეჩხუმის მოსახლეობა და მისი ტრადიციები, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, არამედ ძირითადი ადგილობრივი პროტოქართველური ტომი ნეოლითური პერიოდიდან მოდის.
 
   შემდგომ საუკუნეებში მეზობელი სვანები ლეჩხუმის ტერიტორიაზე ლეჩხუმელთა ნებით მოდიოდნენ მუდმივ საცხოვრებლად (შედარებით უკეთესი პირობების გამო). ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ლეჩხუმში ბევრია სვანური წარმოშობის გვარი. ბარის მცხოვრებნი კი , ადრე იძულებით, გერეშე მტრების შემოსევისას, ფიზიკურად თავის გადარჩენის მიზნით, ლეჩხუმში, როგორც ბუნებრივ ,,ციხესიმაგრეში,, დროებით შემოდიოდნენ და ნაწილი ადგილზე რჩებოდა მუდმივად. ლეჩხუმში დღესაც არის თითო-ოროლა მეგრული, იმერული, მესხური თუ აჭარული წარმოშობის გვარი.
 
   დაახლოებით მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში აჭარიდან ლეჩხუმში გადმოსულან მოახალშენეები სამხრეთ საქართველოში თურქების შემოსევების გამო, კომპაქტურად დასახლებულან სოფელ ალპანის ტერიტორიაზე, მდინარე ლაჯანურის რიონთან შესართავის მახლობლად და ამ პატარა სოფლისათვის აჭარა დაურქმევიათ, რომელიც დღესაც ამ სახელით არის ცნობილი. ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოსულმა და აქ დამკვიდრებულმა მეზობელი ტომების თაობემა თავის კილოკავები და კუთხური ტრადიციები დაკარგეს და შეიძინის ადგილობრივი -ლ ე ჩ ხ უ მ უ რ ი.
 
   თავის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველ ხალხს, მათ შორის ლეჩხუმლებს, რთულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რაც პირველ რიგში, უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის რაოდენობაზე. განსაკუთრებით მძიმე იყო ამ მხრივ ერთიანი, მძლავრი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს ხალკე სამეფო - სამთავროებად დაშლის პერიოდი, რაც მე-13 საუკუნიდან დაიწყო და ხუთ საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში, გარეშე მტრების გამუდმებული შემოსევებისა და შინაფეოდალური აშლილობის გამო, მცხოვრებთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 785 ათას კაცს შეადგენდა. 1887 წლისათვის მან 1843 ათას მიაღწია. მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა იზრდებოდა როგორც ბუნებრივი, ისე მექანიკური მატების შედეგად. ეს ტენდენცია შენარჩუნდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც. 1926 წელს ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობამ შეადგინა 2677 ათასი, ხოლო 1959 წელს 4044 ათასი კაცი. 1989 წელს კი 5443 ათასს მიაღწია.
 
   ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვრებით ძალზე კარგადაა წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოს ხანა.
   ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს ,,ს კ ვ ი მ ნ ი ის,, სახელით მოიხსენიებს და აღნიშნავს, ,,მჭიდროდ დასახლებული მხარეაო,,
 
   მონღოლთა მიერ ჩატარებული აღწერის ცნობების საფუძველზე, არაპირდაპირი გზით გამოანგარიშების მიხედვით, მე-13 საუკუნის ლეჩხუმში დაახლოებით 4050 კომლი ყოფილა. თუ ჩავთვლით, რომ საშუალოდ კომლში 5 სული ცხოვრობდა (იმ პერიოდისათვის ასე იყო მიჩნეული), გამოდის რომ იმ დროისათვის ლეჩხუმში 20-25 ათასი კაცი იყო.
 
   როგორც ზემოთ ითქვა, მე-13 საუკუნიდან მნიშვნელოვნად მცირდება მოსახლეობის რიცხვი მთელ საქართველოში. ამ მხრივ გამონაკლისს ლეჩხუმი წარმოადგენს, სადაც, პროფესორ კაკაბაძის გაანგარიშებით, კომლთა რაოდენობა მე-16 საუკუნის შუ წლებშიც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც მე-13 საუკუნეში იყო.
 
   ხელშესახები ცნობები მოიპოვება მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის ლეჩხუმის მოსახლების შესახებ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იანოვსკის ცნობით, სამეგრელოს სამთავროში 1770 წელს 100 ათასი სული ცხოვრობდა, მათგან სალაშქროდ გამოდიოდა 6 ათასი მეომარი. ამათგან 2 ათასი (ლეჩხუმი იმ დროს სამეგრელოს სამთავროში შედიოდა), ანუ სამეგრელოს ლაშქრის ერთი მესამედი (დაახლოებით 20-25 ათასი მცხოვრებიდან), ლეჩხუმიდან ყოფილა, ამასვე ადასტურებს მოგზაური გულდენშტედტი. ის აღნიშნავს, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ლეჩხუმში დაახლოებით 20 ათას სულზე მეტი მცხოვრებია.
 
    მე-19 საუკუნის, მტრების შემოსევის შეწყვეტამ და ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულად გაუმჯობესებამ როგორც საერთოდ, ასევე ლეჩხუმშიც ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებას.
 
   1897 წლის მოსახლეობის აღწერის მასალების მიხედვით (ლეჩხუმის მაზრაში სვანეთიც შედიოდა) , სულ მაზრაში ცხოვრობდა 47779 კაცი. აქედან ლეჩხუმელი - 31806, სვანი - 15359, ებრაელი - 441, რუსი - 23, სომეხი - 91, თათარი - 7, ოსი - 9, ქურთი - 6, დანარჩენი - 10.
 
   ზემოთ მოტანილი მონაცემებით კარგად ჩანს ლეჩხუმის მოსახლეობის სტაბილურობა მე-13 საუკუნიდან ვიდრე მე-19 საუკუნის დამდეგამდე, რასაც ხელი შეუწყო ამ კუთხის გეოგრაფიულმა მდგომარეობამ. ლეჩხუმი ძნელად მისასვლელი მხარე იყო და ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად განიცდიდა მტრისაგან რბევას, ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძნელბედობის დროს ბარის მოსახლეობა თავს აფარებდა ლეჩხუმს და ზოგჯერ ფუძნდებოდა კდიეც აქ. ამის გამო ლეჩხუმის მოსახლეობის რიცხვი არ მცირდებოდა.
 
   1900 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ლეჩხუმის მაზრაში, რომელშიც ზემო და ქვემო სვანეთიც შედიოდა, სულ ცხოვრობდა 51643 კაცი. მაზრა დაყოფილი იყო საბოქაულოებად:
1) ალპანის საბოქაულო (ცენტრი სოფელი აჭარა), რომელშიც იმ დროს ცხოვრობდა 20431 კაცი, მოიცავდა სოფლის საზოგადოებებს: ალპანის - 2329 კაცით, დერჩის - 3643 კაცით, დეხვირის - 2932 კაცით, ნაკურალეშის - 3643 კაცით, ჭყვიშის - 2935 კაცით.
2) ცაგერის საბოქაულო (ცენტრი ცაგერი) 19521 მცხოვრებით, მათ შორის ზუბი - 3220, ოყურეში - 2921, ლაშხეთი - 2613, ლენტეხი - 2243, ორბელი - 3224 და ჩოლური - 1046 მცხოვრებით.
3) ზემო სვანეთის საბოქაულოში (ცენტრი მუჟალი) სულ ცხოვრობდა 11690 კაცი.
 
   ირკვევა, რომ 1900 წელს ლეჩხუმის მაზრაში 51642 მცხოვრებიდან, საკუთრივ ლეჩხუმის ტერიტორიაზე, ე.ი. დიდ ლეჩხუმში, ჭყვიშის და დერჩის საზოგადოებების ჩათვლით, ცხოვრობდა 34050 კაცი, ზემო და ქვემო სვანეთში 17593 კაცი, დღევანდელი ლეჩხუმის საზღვრებში კი იმ დროისათვის - 28183 მცხოვრები.
 
   ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ორ საუკუნეზე ნაკლებ დროში (1801-1989 წწ) საქართველოს მოსახელობა გაიზარდა დაახლოებით შვიდჯერ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოს მთიან რაიონებზე და კერძოდ ლეჩხუმზე. აქ, პირიქით, იმავე დროში მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ შემცირდა. ამის ერთ- ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ პატარა რაიონიდან მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 7000 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა ნახევარზე მეტი შინ ვერ დაბრუნდა. ამასთან, მიმდინარეობდა ადგილობრივი მცხოვრებთა მასიური გადასვლა მთიდან ბარში და სოფლიდან ქალაქად მუდვივ საცხოვრებლად, ძირითადად დაუსაქმებლობის გამო.
 
   ლეჩხუმში რიგი სოფლები დაცალა და ზოგან მთლიანად გააუქმა ეგრეთ წოდებულმა გეგმიანმა გადასახლებამ ბოლნისსა და აფხაზეთში. ამას დაემატა ბოლო წლებში სტიქიური უბედურების გამო რაიონის ფარგლებიდან მცხოვრებთა გასვლა. შედეგები ასეთია: 1989 წლის აღწერის მონაცემებით ლეჩხუმში მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობამ შეადგინა 17547 კაცი. აქედან ქალია 9513, მამაკაცი კი - 8034.
 
   კიდევ უფრო მძიმე სურათი იკვეთება დარჩენილი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ანალიზით. რაიონში, 1989 წლის აღწერით, 19 წლამდე ასაკის 4455 ახალგაზრდა ცხოვრობდა. ამ ციფრს თუ მოსახლეობის საერთო რაოდენობას (17547) შევაფარდებთ, თვალნათლივ ჩანს , რომ რაიონის მოსახლეობა გადაბერებულია, ასაკოვნები დიდად სჭარბობენ ახალგაზრდებს, ეს ძირითადად ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ახალგაზრდობის (დაუსაქმებლობის გამო) სოფლიდან ქალაქისაკენ მიგრაციამ და აქედან გამომდინარე - მოსახლეობის დაბალმა ბუნებრივმა მატებამ განაპირობა. ისიც ხომ ფაქტია, რომ ახალგაზრდებში, რომლებიც რაიონში დარჩნენ საცხოვრებლად და ოჯახები შექმნეს, ძალიან ცოტაა მრავალშვილიანი, აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი ან ორი შვილი ჰყავს, არის სხვა მიზეზებიც.
 
   რაიონში ასაკის მიხედვით შრომისა და გამრავლების უნარის მქონე ახალგაზრდობის რაოდენობა მცირდება. ასაკში შესულთა რიცხვი გარკვეულ პერიოდში იზრდება და ბოლოს, მოხუცების რიცხვი,როგორც წესი, გარდაცვალების გამო, კლებულობს. 1989 წლის მონაცემების მიხედვით, რაიონში ცხოვრობს 30 წლის ასაკის 215 კაცი, 31 წლის - 189, 37 წლის - 171, 40 წლის - 186, 55 წლის - 273, 60 წლის - 380, 65 წლის - 217, 70 წლის - 184, 80 წლის - 122, 85 წლის კი მხოლოდ 62 კაცი.
 
   რაიონში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ მხოლოდ ორას ბავშვამდე იბადება. დღეის მდგომარებით (2001 წელი) ერთ წლამდე ასაკის ბავშვია 180, ერთი წლისაა 189, ორი წლის - 192 კაცი, 4 წლის - 201, 5 წლის - 218, 6 წლის - 217, 7 წლისა კი - 230., როგორც მონაცემებიდან ჩანს, სასკოლო ასაკის ბავშვთა კონტიგენტი, შობადობის კლების გამო, ყოველ წელს მცირდება, რაც ზემოთ დასახელებულ მიზეზებთან ერთად, ერთი მეტად გულსატკენი ფაქტის შედეგია - ამ პატარა რაიონში წარმოუდგენლად ბევრი გვყავს ,,შინაბერები,,. მივმართოდ ფაქტებს . 1989 წლის აღწერით, რაიონში ქორწინების ასაკის მამაკაცია 6299, აქედან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა 1661, ქვრივია 256, ქორწინების ასაკის ქალიშვილია 7897, აქედან ქორწინებაში არ ყოფილა 1423, ქვრივია 1393, განქორწინებულია 98. ამ მხრივ რაიონი რესპუბლიკაში, საუბედუროდ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. აქ მცხოვრები დაუქორწინებელი მამაკაცის (1661) და ქალის (1423) აბსოლუტურ უმრავლესობას პოტენციურად შეეძლოთ, რომ იმ დროს გამხდარიყვნენ მამები და დედები.
 
   შინაბერებს მინდა შევახსენოთ შექსპირის მწარე, მაგრამ მარტალი სიტყვები: ,,ვისაც არ სურს თავისი ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა,,.
 
   1990-96 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება შემცირდა, თუმცა დაბადებულთა რიცხვი მაინც ჭარბობდა გარდაცვლილთა რაოდენობას. მაგრამ ამ მატებას ბევრად გადააჭარბა მოსახლეობის მექანიკურმა კლებამ (ქვეყნის გარეთ მოსახლეობის ინტენსიურმა გადინებამ), რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ შემცირება დაიწყო და 1997 წლისათვის შეადგინა 5411 ათასი კაცი, რაც 32 ათასით ნაკლებია 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
 
   უარესი შედეგია საქართველოს ცალკეულ მთიან პროვინციებში - ლეჩხუმში, რაჭაში, სვანეთში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ინტენსიური მიგრაციისა და შობადობის კატასტროფულად შემცირების გამო. ლეჩხუმში 1999 წ. დაიბადა 135, გარდაიცვალა 295, მდგომარეობა დამაფიქრებელია.
 
   1997 წლისათვის ლეჩხუმში დაახლოებით 16 ათასი მცხოვრები იყო.
კატეგორია: ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან | ნანახია: 4320 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | ტეგები: mosaxleoba, demografiuli portreti, დემოგრაფიული პორტრეტი, მოსახლეობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: