პარასკევი
13.12.2024
02:10
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » ლეჩხუმის ეტიმოლოგია და მხარის მდებარეობა - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
22:52
ლეჩხუმის ეტიმოლოგია და მხარის მდებარეობა - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
ლეჩხუმის ეტიმოლოგია და მხარის მდებარეობა
 
  ,,ლეჩხუმის,, ეტიმოლოგიის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრებაა. მათ შორის აღსანიშნავია ორი: პირველი მათგანი ლეჩხუმის მეგრული ,,ჩხუმის,, (თევზის) დახმარებით, მეორე სვანური ,,ცხუმის,, (რცხილის) გამოყენებით ხსნის. უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია, რომ ,,ლეჩხუმი,, მეგრული წარმოშობისაა.
 
   მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიის სახელით მოიხსენიებს, რაც მის ბიზანტიურ შესატყვისს წარმოადგენს.
 
   ლეჩხუმის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო ნაწილში. კერძოდ, დასავლეთ კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშესაყარ ზონაში. ტერიტორია განფენილია ჩრდილო განედის 42° 28' და იმავე განედის 42° 31' შორის, აღმოსავლეთ გრძედის 42° 3' და იმავე გრძედის 42° 5' შორის. მხარე 1930 წლამდე მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერისა და დღევანდელი წყალტუბოსა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიების ნაწილს. ლეჩხუმის დასავლეთით, სამეგრელოსაგან ასხის (ეგრისის ქედის ტოტი) მთის მასივი ჰყოფს, ჩრდილოეთით , სვანეთისაგან და ჩრდილო-აღმოსავლეთით რაჭისაგან-ლეჩხუმის ქედი. ძველს ლეჩხუმს ჩრ. აღმოსავლეთით რაჭისაგან ასკის წყალი გამოყოფდა. მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე საზღვარი თავშავის ქედის (რაჭის მთების ტოტი) სამხრეთ კალთებზე გადიოდა, სამხრეთით - იმერეთსა და ლეჩხუმს შორის საზღვარი მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერსა და ხვამლის მთის მასივზე.
 
   ფაქტია,რომ ლეჩხუმის ერთი ნაწილი (დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხენდრისთავა, ჩორთისა, საჩხეულა, ჭაშლეთი, ონჭეიში) წყალტუბოს რაიონს მიაკუთვნეს, მეორე ნაწილი (ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი) - ამბროლაურის რაიონს. არც იმერეთს ესაჭიროებოდა ლეჩხუმის საჩუქარი და არც რაჭას. ისინი ორ და მეტ რაიონულ ერთეულს წარმოადგენენ და ამ შემთხვევაშიაც ლეჩხუმს ჩამოაჭრეს ,,ჩოხის კალთები,, - რატომ და რისთვის , დღემდე გაუგებარია.
 
   რაიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთიდან - ამბროლაურის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან- წყალტუბოს, სამხრეთ დასავლეთიდან და დასავლეთიდან - ხონისა და მარტვილის რაიონები. ლეჩხუმის ფართობი 800 კვ. კმ-ს შეადგენს.
კატეგორია: ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან | ნანახია: 3432 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 4
4 leluka  
0
chemi sopelia dgnorisaaaa, dzalian miyvaars...

3 giorgi yurashvili  
0
chemi sofeli gvirishiaaa

2 გეგი  
0
ჩემი სოფელიიიიიიი დღნორისა

1 huliganka  
0
"choxis kaltebis" shesaxeb ar vicodi .. saintereso postia +1

სახელი *:
Email *:
კოდი *: