პარასკევი
13.12.2024
03:07
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 8 » ლეჩხუმის უნიკალური ფოტოები - დიმიტრი ერმაკოვი (1910 - 1914)
18:08
ლეჩხუმის უნიკალური ფოტოები - დიმიტრი ერმაკოვი (1910 - 1914)
დიმიტრი ერმაკოვი : იხ. ლეჩხუმის ფოტოები  http://lechxumi.ucoz.com/photo/dimit'ri_ermak'ovi/8    


ბიოგრაფია:

დიმიტრი ერმაკოვი დაიბადა 1846 წელს ნახიჩევანში. მისი მამა იყო იმ დროისათვის კარგად ცნობილი  იტალიელი არიტექტორილუდოვიკო კამბიაჯო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ქალაქ ოდესიდან, ხოლო დედა კი მოლაკნელი გლეხის ქალი.

ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 102 კმ-ით იყო დაშორებული და საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა. სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბდა ერმაკოვი ფოტოგრაფად და რამდენიმე წელიწადში საზოგადოებას უკვე პროფესიონალ ფოტოგრაფად მოევლინა .

1860-იანი წლების ბოლოს ერმაკოვი ტოვებს აკადემიას და 1866 წელს ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს თბილისში. მისი ფოტოსტუდია მდებარეობდა იმ დროისათვის ძალზედ პოპულარულ ”დვორცოვაიას” ქუჩაზე, სადაც წლების მანძილზე მრავალი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. პირველი ფოტოსახელოსნო აქ 1846 წელს ფოტოგრაფებმა ვ. ხლამოვმა და ა. როინაშვილმა გახსნეს და ფოტოსახელოსნოს ”რემბრანტი” დაარქვეს. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ერმაკოვმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეიძინა ნეგატივები სხვადასხვა ფოტოგრაფთაგან და საკუთარ ნეგატივებთან ერთად შექმნა კოლექცია, რომელსაც კომერციული თვალსაზრისით იყენებდა. ფოტოსტუდიის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში ერმაკოვი ხდება ”Société française de photographie” - (SFP) წევრი, ეს იყო ფოტოგრაფთა ყველაზე პრესტიჟული ასოციაცია ევროპაში. აღნიშნულ გამოფენაზე მას ორჯერ აქვს მედალი მოპოვებული, რომლებიც ამავე ასოციაციის 1874 წლის 5 ივნისსა და 3 ივლისის ბიულეტინებშია შეტანილი[2].

1874 წელს დიმიტრი ერმაკოვმა მისი ტრაპიზონში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოაწყო ფირზე აღბეჭდილი ფოოტოების გამოფენა. სავარაუდოა, რომ ერმაკოვს ტრაპიზონში ყოფნისას გაეხსნა მოერე ატელიეც, რადგან გადაღებული აქვს მთელი რეგიონი. სურათები რომლებიც მან პარიზში გამოაგზავნა სწორედ ამ რაიონიდან იყო. მოგვიანებით, 1878წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ანთროპოლოგიურ გამოფენაზე, სადაც მისმა ფოტოებმა ღირსეული ადგილი დაიკავა. ერმაკოვს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თურქეთის, სპარსეთის და იტალიის გამოფენებზე. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს აყვანილ იქნა სამხედრო ფოტოგრაფად. ერმაკოვს თავისი პროფესიიდან გამომდინარე დიდი მანძილების გადალახვა უწევდა - მისი კოლექციის თვალის გადავლებით ნათელი ხდება, რომ იგი მოგზაურობდა რომიდან ვიდრე სამარყანდამდე და ჩრდილო კავკასიისქალაქებიდან ვიდრე თეირანამდე.

დიმიტრი ერმაკოვს გადაღებული აქვს ქალაქების ხედები, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, მის კოლექციაში ასევე შედის მრავალი ეკლესია- მონასტრისა და მათში დაცული საეკლესიო ინვენტარის ფოტომასალა.

1910 წელს დიმიტრი ერმაკოვმა თაყაიშვილთან ერტად იმოგზაურა სვანეთში საიდანაც მან 1500 ნეგატივი ჩამოიტანა. ტრაპიზონის გარდა ის ასევე მოღვაწეობდა თეირანში სპარსეთის შაჰის კარზე. ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოსურათები ინახება თეირანის უნივერსიტეტში. დიმიტრი ერმაკოვმა თავისი 45 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა უამრავი ფოტომასალა, რომელთა რაოდენობა 25000-მდე მერყეობს, რომელთა უმრავლესობის ნახვა დღეს შესაძლებელია სიმონ ჯანაშიას თბილისის სახელმწიფო მუზეუმში1897 წელს იგ აირჩიეს კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად; 1907 წელს ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, 1912 წელს კი - თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს, დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე.

ფოტოგრაფია:


ყველაზე დიდი კოლექცია ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა", ხელოვნების სახელწიფო მუზეუმი) და საქართველოს ეროვნულ არქივში (კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი). ერმაკოვის ფოტოკოლექცია შესაძლებალია ინახოს აგრეთვე თეირანის გოლესტანის მუზეუმში. ფოტოთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება სანკტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმში. მცირე კოლექციების ნახვა შეიძლება ამსტერდამში, ნიდერლანდებსა და პარიზში.

ერმაკოვის ფოტოკოლექციამ დიდი გზა გაიარა ჩვენამდე რომ მოღწეულიყო. აი რას იწერება ექვთიმე თაყაიშვილი

ეს იყო მაშინ, როცა დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული პლასტინკების კოლლექციის სყიდვა განვიზრახე "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის". კოლლექციის სყიდვას გრაფინია უვაროვისა აპირებდა. ტფილისიდან ამ კოლექციის წაღება ჩვენთვის დიდი ზარალი იქნებოდა. ამიტომ წინდაწინ მოურიგდი ერმაკოვის მემკვიდრე ქალს ფასში, – სულ ორმოცდაათი ათასი მანეთი უნდა მიმეცა. წერა-კითხვის საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა თანხები და ამ საზოგადოების გამგეობისაგან დასტური მივიღე თანხის სესხებისა, თუ მას გარანტია ექნებოდა დაბრუნებისა. ჩემი გეგმა იყო, თანხა გაენაღდებინათ ბაქოს ქართველთა მრეწველებს, რომელნიც ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებებს უხვად ეწეოდნენ ხოლმე. მე პირდაპირ იოსებთან მივედი, თუმცა მასთან არ დავბინავებულვარ. გავაცანი ჩემი გეგმა და კატეგორიულად განვუცხადე, როგორც არ იყოს და რა საშუალებითაც არ იყოს, ეს თანხა უნდა მოგვიხერხოთ-მეთქი. იოსებმა მითხრა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ფული ეხლა ხელში არა მაქვს და როგორ მოვიქცეო. მე ასეთი წინადადება მივეცი: შენ მხოლოდ განაცხადე, რომ შენ ამ საქმისთვის სდებ ათიათას მანეთს, დანარჩენს იმედია, სხვები გაინაწილებენ, ფულს ან ბანკიდან ისესხებთ, ან წერა-კითხვის საზოგადოებისაგან, და ვალს მერე გადაიხდით-მეთქი. ეს აზრი მოეწონა, მოიწვია ბაქოს ქართული კალონიის კრება, თავმჯდომარე ის იყო. მე მოხსენება გავაკეთე, ავუხსენი დაწვრილებით მნიშვნელობა კოლექციის შეძენისა. ყურადღებით მომისმინეს. პრინციპულად ხელის გაწყობაზე უარი არავის არ უთქვამს, ხოლო ზოგიერთებს თანხა ცოტა არ იყოს ედიდა. ბოლოს ერთხმად მიიღეს აზრი, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისაგან აგვეღო თანხა მათის გარანტიით. აქვე დაასკვნეს და განაცხადეს, ვინ რა წილის შემოტანას კისრულობდა. მე, რასაკვირველია, დიდად კმაყოფილი დავბრუნდი უკან. მაგრამ ტფილისში ჩემს ჩასვლამდის მდგომარეობა შეცვლილიყო: ეს ამბავი შეეტყო კავკასიის მუზეუმის დირექტორს, რომელსაც ჩვენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება თვალში ეჩხირებოდა, როგორც ენერგიული კონკურენტი; წასულიყო ნამესტნიკთან, გამოეთხოვა ნებართვა ერმაკოვის კოლლექციის შეძენისა, ხუთი ათასი მანეთი მოემატებინათ, შეეკრათ პირობა და მთელი კოლექცია დაებეჭდათ, რომ აღარავინ ახლოს ხელი, მანამ ფულს ჩააბარებენ და კოლლექციას გადაზიდავდნენ მუზეუმში. მე ეს ამბავი მაინცდამაინც დიდად არ მწყენია, ვინაიდან, თუ კოლექცია კავკასიის მუზეუმში დარჩებოდა, მოვლილი იქნებოდა, ფასით მაინც შეგვეძლო სარგებლობა საჭიროების დროს. ხოლო ჩვენი გეგმა ამით ჩაიშალა. წერა-კითხვის საზოგადოებას ეხლა ვეღარ გამოვართვით თანხა, ბაქოელები თავისუფალი გახდნენ მოვალეობისაგან იურიდიულად, მაგრამ ზოგიერთებმა მაინც გაანაღდეს თავისი დანაპირები, ზოგმა მთლად, ზოგმა ნაწილობრივ. მათ შორის მთლად შემოიტანა თავისი ხვედრი სულ ცოტა ხანში აკაკი ხოშტარიამ; იოსებმა ჩემის წინადადებით გვიყიდა მისი ნათესავის პუპი აბაშიძისაგან ბიზანტიური მილანქრის ჯვარცმის ხატი ორმოცი ათას მანეთად და სხვაც ბევრი დახმარება გაგვიწია კავკასიის ბანკის საშუალებით ნივთების შესაძენად. ბოლოს, კავკასიის დირექტორის განზრახული საქმეც ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტრომ არ შეიწყნარა ნამესტნიკის წინადადება და უარი უთხრა კოლლექციისათვის ფულის გაღებაზე. ამ დროს რევოლუციამაც მოაწია, ფული დაეცა, ერმაკოვის კოლლექცია მაინც ჩვენ შევიძინეთ, ხოლო ეხლა, რასაკვირველია, მეტი მივეცით, ოთხმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი. ეს ფული გავიღეთ დავით სარაჯიშვილის მეუღლის ანდერძის გამო შემოსული ფულიდან და შემდეგ სანახევროდ კოლლექცია ჩვენს ტფილისის ქართულ უნივერსიტეტს გავუზიარეთ.[3]

ერმაკოვის ფოტოატელიეს გამოშვებული აქვს მრავალი ალბომი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის. თითოეულ ალბომში შეიძლება სხვადასხვა რაოდენობისა და სხვადასხვა ზომის ფოტოს ნახვა.

ერმაკოვის ფოტოსახელოსნოს შედგენილი აქვს სამი კატალოგი, აქედან პირველი ორი გამოშვებულია სტამბური მეთოდით (ტირაჟით). პირველში(1896წ.) შესულია ფოტოთა 1-8743, პლუს სტერეოსკოპთა 1-1391 ნუმერაცია, მეორეში(1901წ.) 8744-11308, პლუს სტერეოსკოპთა 1392-1925 ნუმერაცია, ხოლო მესამე, რომელიც მარტო დედანის სახით არსებობს, ინახება თბილისის ეროვნულ მუზეუმში და მისი ნუმერაცია მერყეობს 11309-19055 ფარგლებში.


კატეგორია: უნიკალური ფოტოარქივი | ნანახია: 2146 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: