ლაშიჭალა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. ჰავა რბილია, თითქმის უთოვლო ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია - 0,8-1,2 გ/ლ, ტემპერატურა 13-15°C, საერთო დებიტი - დაახლოებით 12000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი - ზაფხულის თვეები.. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი - ზაფხულის თვეები.