მთავარი » 2011»აპრილი»20 » ქარსელაძე , ა(მ)ბროლიანი, გიორგობიანი , თედორაშვილი,ჩიქოვანი,ცხვედიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
21:26
ქარსელაძე , ა(მ)ბროლიანი, გიორგობიანი , თედორაშვილი,ჩიქოვანი,ცხვედიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
ქ ა რ ს ე ლ ა ძ ე ე ბ ი, ა (მ) ბ რ ო ლ ი ა ნ ე ბ ი,გ ი ო რ გ ო ბ ი ა ნ ე ბ ი,თ ე დ ო რ ა შ ვ ი ლ ე ბ ი და ჩ ი ქ ო ვ ა ნ ე ბ ი სვანეთიდან არიან მიგრირებული. ეს გვარები მე-13 საუკუნეში სვანეთში ცხოვრობდნენ.
ც ხ ვ ე დ ი ა ნ ე ბ ი სოფელ საირმეში მკვიდრობენ. მათი წინაპრები სვანეთიდან მიგრირებულად. ეთნოგრაფიული მასალით, ,,დანაშაულის გამო ოთხი ძმა გამოქცეულა. განშტოებანი არიან ლაჯანაში, ლაილაშში, მახაშში და ქვიშარში (ჭრებალოს საბჭო). გადაკეთებულია გვარი,,. ცხვედიანები საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩანან გადმოსახლებულნი. მე-16 საუკუნის საბუთით ცხვედიანები ლეჩხუმის სოფ. აღვის მკვიდრად გვევლინებიან: ,,მართებს აღუს: ცხვედიანს გიორგის,,…
ქარსელაძეების რამდენიმე ვერსიაა ერთი ცნობით გურიაში გაუწყვეტიათ გვარი და ერთი ქალი გადარჩენილა შვილით და დღევანდელ თაბორში დასახლებულა რაც სავარაუდოდ ლეგენდასავითაა და არ შეესაბამება სიმართლეს, მეორე ვერსია არის თითქოს ებრაული გვარიდან არის ესეც ლეგენდასავით არის და მესამე ვერსია რომელიც უფრო სარწმუნოა(ერთ-ერთ ქარსელაძეს აქ კვლევა ჩვენი გვარის ბერვი უზუსტობა იმ წიგნშიც არის) ქარსელაძეები ამ ფუძით 13-14 საუკუნიდან მოდის მანამდე რამდენიმე ფუძე აქ და ზუსტად არავინ იცის რომელი ფუძიდან არის წამოსული, ასე რომ მტკიცებას თუ არ დებთ ვარაუდებს ნუ გამოთქვამთ ვინ საიდან არის წამოსული მე ორი ვარაუდი დაგიწერეთ და ორივეს აქ არსებობის უფლება მაგრამ ვერცეთის დასაბუთებას ვერ ვახერხებ და ასეა თქვენი დაწერილიც. უფროსი თაობის ქარსელაძეებთან მილაპარაკია და მათი ნათვქამსაც ბევრი რამე ეწინააღმდეგება რაც იმ წიგნში წერია
მსგავსს დაუსაბუთებელ (რბილად რომ ვთქვათ) ინფორმაციას თუ დადებთ სათაურით მაინც ნუღარ დაგვავალდებულებთ, "გახსოვდეს ვისი გორისა ხარ"-ო. ეს ხუმრობით ისე კი
ყველა ქარსელაძეს უნდა ახსოვდეს რომ ლეჩხუმელია, რაც დასტურდება უსტორიული ჩანაწერებით (თაბორის ოთხთავის მინაწერები და სხვა). 13 საუკუნეში მათი მიგრირება სვანეთიდან კი უსუსური მოსაზრებაა და მხოლოდ იმას ემყარება , რომ ვიგაც ძალით მწერალმა (რომელსაც უბრალოდ დაეზარა საფუძვლიანი კვლევა-ძიება) ნახა ეცერის თემის მასალები სადაც საუბარია ვინმე "ქასლიანებზე".