პარასკევი
13.12.2024
02:41
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » დესპინე გელოვანი - ,,ლაჯანელი ბანოვანი,,
20:35
დესპინე გელოვანი - ,,ლაჯანელი ბანოვანი,,

დესპინე გელოვანი დაიბადა (1880-1934) ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლაჯანას, საშუალო შეძლების მქონე თავადის ოჯახში. ოდითგანვე სვანეთ-ლეჩხუმის ფეოდალურ წრეებში ღრმად ფეხმოკიდებულმა ტრადიციამ პატარა დესპინე ოჯახში ჩაკეტა და აიძულა მხოლოდ შინაური განათლებით დაკმაყოფილებულიყო. მის სწავლა-აღზრდას შინაური მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 18წლის დესპინე უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული, დამოუკიდებლად მოქმედი და თავისუფლად მოაზროვნე იყო. მან გადაწყვიტა გაზეთ "ივერიის" კორესპონდანტობა. საწერი და სათქმელი კი ბევრი ჰქონდა. იგი თვითონვე მოგვითხრობს თავის ავტობიოგრაფიულ წერილში: "იმ დროს იმდენად ჩამორჩენილი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მხარე, რაც უნდა უსამართლობა და თავგასულობა ჩაედინათ მეფის ადგილობრივ მოხელეებს თუ ზოგ თვითნება ფეოდალს-პრესამდე ვერ აღწევდა.ისე კი ასეთ მიყრუებულ კუთხეში მრავალი ამაღელვებელი ძალმომრეობა ხდებოდა, რასაც მთელი ჩემი შეგნება და აზროვნება ეწინააღმდეგებოდა და სულიერად ვიტანჯებოდი. სწორედ ასეთმა განცდებმა მაიძულეს გამაბედინა გაზეთის თანამშრომლობა... და კიდევ დავიწყე ამ ბნელი ძალების წინააღმდეგ ულმობელი წერილების წერა" მისი მამხილებელი წერილები მოთავსებული იყო გაზეთ "ივერიის", "ცნობის ფურცლის", "შრომის", "ისრის" და სხვათა ფურცლებზე. ამხედრებული მოწინააღმდეგენი სიკვდილითაც კი დაემუქრნენ ახალგაზრდა მწერალ ქალს,რომელსაც მამაც კი გადაუდგა და გაკიცხა იგი. ამ დროს მან გამოიცვალა ფსევდონიმი და გააძლიერა მტრის მხილება,რასაც მოჰყვა მისი ჩაბმა არალეგალურ მუშაობაში 1902 წელს. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის მაზრის უფროსის დასმენით (პაშკოვსკი) ის ის იყო მისი სახლ-კარი უნდა გადაეწვა ალიხანოვ- ავარსკის დამსჯელ რაზმებს,რომ არ გამოსარჩლებოდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ჯანსუხ დადიშქელიანი. რევოლეციის დამარცხების შემდეგ დესპინე ჩაება კულტურულ საქმიანობაში. მისი ინიციატივით 1901წელს ნახა ლეჩხუმმა პირველად სცენა და სპექტაკლი. დესპინეს საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა ოჯახში, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდა სოფლის გოგო-ბიჭებს, ცხადია უსასყიდლოდ. "თუ ვინმე ძველი თაობიდან წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინემ შეგვასწავლაო," გადმოგვცეს ორბელისა და ლაჯანის მცხოვრებლებმა. დიდი წვლილი აქვს გაღებული დესპინეს ამ კუთხეში მეაბრეშუმეობის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახდა; ხატები გაგვირისხდება და ვენახებს დაგვისეტყვავსო", თბილისიდან მივლენილმა ინსტრუქტორმა და დესპინეს მცდელობამ ხალხში დანერგეს მეურნეობის ეს დარგი. 1920წელს დესპინე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და შეუდგა სამრეწველო მოღვაწეობას. გარდა უამრავი კორესპონდენციისა, მის კალამს ეკუთვნის ეთნოგრაფიული წერილები, მხატვრული ესკიზები, ნოველები, მოთხრობები ("ქალი", "ვეღარ ეგუა სული ჩემი", "ისრაელის ასულმა გაიმარჯვა") და რომანები ("სამართალს სისხლით მოვძებნი'', ''შორეული ლანდები''). დესპინე გელოვანი 1934წლის 6დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა. ეს უდაოდ ნიჭიერი მწერალი ქალი იშვიათი სილამაზის და უფაქიზესი ზნეობის ადამიანი, ოჯახის შექმნაზე არც კი დაფიქრებულა. მას მართალია მეუღლეობა არავისთვის გაუწევია, მაგრამ დედობას, დობას და ''კაი დედაკაცობას არცერთი კეთილი საქმისთვის არ იშურებდა. მოვიგონოთ ილია ჭავჭავაძის დიდებული სიტყვები: ''დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის, ეს ზოგი ბუნების საქმეა და ზოგი გარემოებისა. საქმე-კარგი დედაკაცობაა, რომელსაც სხვა ბევრი მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე და ყველაზე უწინარეს ამ მოვალეობას უნდა გაუძღვეს.'' (ივერია ნომ. 49 1889) დიდი ილიას ეს მოსაზრება დესპინე გელოვანის უმწიკლო ცხოვრებისა და შემოქმედების, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნამდვილი გამართლებაა.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2919 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: