შაბათი
20.04.2024
11:11
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » უსახელაური
23:58
უსახელაური
  საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის კულტურის ძეგლად შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და აღმოჩენილმა უნიკალურმა მასალამ საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსი მიანიჭა. ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. საუკეთესო ღვინო, თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია. ოდითგანვე ქართული ოჯახი ღვინის ღირსშესანიშნაობით განისაზღვრებოდა. უნიკალური და უცნაური ღვინო უსახელოური, თავისი დამახასიათებელი თვისებებით , ნამდვილად მიიქცევს ნებისმიერის ყურადღებას. უსახელაური გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბუნებრივად ნახევრადტკბილია და სუფრის წითელ ღვინოდ გამოიყენება. ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჩვენმა მხცოვანმა მეცნიერ-აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა შეხედულება იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმის მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან. 
 
 
 ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას უდავოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ უსახელოური მხოლოდ ცაგერის რაიონში, იქ არსებული ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუებით გვაძლევს საუკეთესო შედეგს.
  არსებობს მოსაზრება, რომ უსახელაური თავისი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით, შედარებით გრძელი და სქელი პწკარით, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით, საშუალო მტევნებით, საკმაო წვრილმარცვლიანობით წააგავს გარეულ ვაზს, ამიტომ ამტკიცებენ რომ უსახელაური არც ისე შორეული წარსულიდან ვაზის კულტურაში უშუალოდ ტყიდან არის შემოტანილი. ამ ყურძნის ნაკლებობა საგძნობლად მეტყველებს მის ფასზე, ერთი ლიტრი უსახელოურის ღვინო 145 ლარად ფიქსირდება დღევანდელი საქართველოს ღვინის ბაზარზე.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3645 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: