პარასკევი
29.03.2024
04:38
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » საეკლესიო სამრევლო სკოლები - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
20:47
საეკლესიო სამრევლო სკოლები - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
   საეკლესიო-სამონასტრო სკოლები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდა ლეჩხუმში და რუსეთთან შეერთების შემდეგაც განაგრძობდა არსებობას.
  
   1870 წელს ცაგერის საეკლესიო-სამონასტრო სკოლაში 44 ბავშვი სწავლობდა. მონასტერს და სკოლას ლავრენტი ნემსაძე, დღნორისის სამონასტრო სკოლას - გიორგი ასათიანი, ნამარნევისას - კირილე არხიმი, საირმისას - ილარიონ ბლაღოჩინი უძღვებოდნენ.
 
   მეფის ხელისუფლება დაინტერესებული იყო სასულიერო განათლების ქსელის ფართოდ გაშლით. სამრევლო სკოლა და სასულიერო სასწავლებლები ტახტის და ღვთისადმი ერთგულების აღზრდის უკეთეს საშუალებად იყო მიჩნეული, ვიდრე საერო და სამინისტროს სკოლები. 1884 წლის 13 ივნისს რუსეთის სახელმწიფო საბჭომ საეკლესიო სამრევლო სკოლის წესდება დაამტკიცა, რომელსაც აღტაცებით შეეგება საღმვდელოება.
 
   ლეჩხუმის სინამდვილეში პირველი სამრეკლო, ერთკლასიანი სკოლა ცაგერში 1829 წელს დაარსდა. შემდეგი სამრეკლო სკოლა - 1886 წელს სოფელ აღვში, სადაც 1889 და 1890 წლებში შესაბამისად 66 (2 გოგონა) , 64 (ყველა ბიჭი) მოსწავლე. ასეთივე ტიპის სკოლები გაიხსნა 1889 წელს დერჩში, ზუბში, ლასურიაშში, ორბელსა და უსახელოში, 1890 წელს მახაშში, 1891 წელს ზედა ლუხვანოში, 1892 წელს ტვიშში, ხოლო 1893 წელს დღნორისასა და ზედა წიფერჩში. აღნიშნულ სკოლებში 1892 წელს შესაბამისად სწავლობდა 52 (50 ვაჟი და 2 გოგონა), 49 (42 ვაჟი და 7 გოგონა), 43 (ყველა ვაჟი), 28 (ყველა ვაჟი) 19 (ყველა ვაჟი) , 26 (ყველა ვაჟი), 31 (28 ვაჟი და 3 გოგონა), 40 (ყველა ვაჟი), 15 (ყველა ვაჟი), დაარსების წელსვე დღნორისაში სწავლობდა 15, ხოლო ზედა წიფერჩში 38 მოსწავლე. 1892 წელს აღნიშნული ტიპის სკოლებში სულ 303 მოსწავლე იყო, აქედან 291 ვაჟი და 12 ქალი.
 
   ლეჩხუმის მაზრაში (იგულისხმება სვანეთიც) შემავალი საეკლესიო სკოლები, რომლებიც გურის-სამეგრელოს ეპარქიაში შედიოდნენ, 1897 წელს იმერეთის ეპარქიას დაუქვემდებარეს. 1897 წელს პირველი საეკლესიო სკოლა გაიხსნა საფარაში (სვანეთი), სადაც იმავე წელს 37 (35 ვაჟი და 2 გოგონა) მოსწავლე სწავლობდა.
 
   1897 წლიდან ზედა ლუხვანოს საეკლესიო სამრევლო სკოლა გადაკეთდა ,,შკოლა გრამოტად,, , სადაც იმავე წელს სწავლობდა 48 მოსწავლე. 1897 წლის მონაცემებით, ლეჩხუმის მაზრაში არსებულ 9 სამრევლო სასწავლებელში 278 (262 ვაჟი, 16 ქალი) მოსწავლე ირიცხებოდა.
 
   სამრევლო-საეკლესიო სკოლების ქსელის გარათოება განაპირობა არა მარტო მთავრობისა და სინოდის დაინტერესებამ, არამედ ამ სკოლებისადმდი მოსახლეობის ფართო ფენების კეთილგანწყობამ, მოსახლეობა სამრევლო სკოლას პირველ რიგში იმისათის თანაუგრძნობდა, რომ მასში სწავლება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც ოფიციალური სამინისტროს სკოლებში, ძირითადად რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. მშობლიურ ენაზე სწავლებას მონატრებული ბავშვები სამრეკლო სკოლებისკენ მიილტვოდნენ.სამრევლო-საეკლესიო სკოლების ქსელის გარათოება განაპირობა არა მარტო მთავრობისა და სინოდის დაინტერესებამ, არამედ ამ სკოლებისადმდი მოსახლეობის ფართო ფენების კეთილგანწყობამ, მოსახლეობა სამრევლო სკოლას პირველ რიგში იმისათის თანაუგრძნობდა, რომ მასში სწავლება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც ოფიციალური სამინისტროს სკოლებში, ძირითადად რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. მშობლიურ ენაზე სწავლებას მონატრებული ბავშვები სამრეკლო სკოლებისკენ მიილტვოდნენ.
 
   სამრევლო სკოლის სათავეში იდგა სოფლის ეკლესიის მღვდელი. გარდა სკოლის გახსნის ნებართვისა და მასწავლებლების დანიშვნისა, საეპარქიო იერარქიას ევალებოდა სკოლების პერიოდული შემოწმება და საერთო ხელმძღვანელობა. ყველა ეპარქიაში არსებობდა სასწავლებველთა საეპარქიო საბჭო, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავდა ეპარქიის ხელმძღვანელობა.
 
P:S: სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ინფორმაცია წმინდა ილია მართლის სახელობის ცაგერის გიმნაზიის შესახებ, დიდი სურვილი მაქვს და მოწოდების შემთხვევაში ოპერატიულად განვათავსებ საიტზე ( გიო ყურაშვილი)
კატეგორია: ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან | ნანახია: 2554 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 სოფიო  
0
ramxelaa ra :/

სახელი *:
Email *:
კოდი *: