მურის ციხე - 13 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
შაბათი
10.12.2016
09:52
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » მურის ციხე
22:55
მურის ციხე
ხვამლის მთიდან შორს, ჩრდილოეთისაკენ რომ გაიხედავთ, მურის ციხე მოჩანს.
ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს.
მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ.
კაცია ჩიქოვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა.
კაცია ბოლოს გადადიანდა და, სამეგრელოს გარდა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსაც განაგებდა.
საქართველოს დაუძინებელი მტერი ოსმალეთი ხშირად თავს ესხმოდა ამ ციხესაც, მაგრამ ვერ იმარჯვებდა.
ერთხელ ოსმალეთის ჯარმა ქართლიდან რაჭა-ლეჩხუმზე გამოილაშქრა, მოადგა ლაილაიშს, აიღო იგი, სოფელ უსახელოზე გადმოიარა და დეხვირის ციხესთან ომი გამართა.
ბრძოლა გაგრძელდა. ოსმალებმა დეხვირის ციხე დაიკავეს და მურის ციხის აღებაც მოინდომეს.
ჯარი ღამით მურის ახლოს. ჩხუტეში, ლეკუნდრუშას დაბინავდა, რომ დილით ადრე დასცემოდა ციხეს.
მეციხოვნეებმა თათრების მიერ დანთებული ცეცხლი შეამჩნიეს, მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთო რამეს არ ნიშნავდა. ზარბაზნები დატენეს, ცეცხლს დაუმიზნეს და დასცალეს.
მეომრებს კაკლის ხეების ქვეშ ეძინათ. ზარბაზნებისაგან დამტვრეულმა ტოტებმა დიდი ზარალი მიაყენა თათრებს. ჯარი ომარ ფაშას სანახევროდ გაუწყდა. გადარჩენილნი გაიპარნენ.
მალე ისევ დაბრუნდნენ თათრები, მაგრამ მურის ციხის დაპყრობა ვერც ახლა შესძლეს. მაშინ გადაწყვიტეს: გზა შევუკრათ მეციხოვნეებს, საჭმელი დაელევათ და თავისთავად დაგვნებდებიანო.
მეციხოვნეებს ციხეში ნამარაგევი კირი ჰქონდათ და მაღლიდან ყოველ დღე ძირს თითო-ორ-ორ კასრს ყრიდნენ.
თათრებმა იფიქრეს: იმდენი ფქვილი შეუნახავთ, რომ უფუჭდებათ და ყრიანო.
ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა. მალე მურის დაბლობი, სადაც ურიცხვი ჯარი იდგა, დაცარიელდა. მტერები უკან გაბრუნდნენ. დარჩათ მურის ციხე აუღებელი.
***
მურის ციხის ნახვა ადამიანს გააკვირვებს. ის აშენებულია მაღალ მთაზე უზარმაზარი ქვებით. ერთგან ამოღრმავებული კლდე თექვსმეტი მეტრის სიმაღლეზე. აქ ჭა იყო.
ციხეს ახლავს ორი კოშკი. ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით.
როგორც თავციხეს, ისე კოშკებს თავიანთი სახელები აქვთ.
თავციხეს ეძახოდნენ ,,მარჯვედ დახვდი”, აღმოსავლეთის კოშკი საყარაულოა და მას ,,ჰკა მაგას” ეწოდება, ხოლო დასავლეთის კოშკს- ,,არ გაუშვა”
საყარაულო კოშკი ,,ჰკა მაგას”, როგორც მტერი მიადგებოდა, თავისციხეს აცნობებდა: მტერი მოვიდა მარჯვედ დახვდიო!”
როცა დამარცხებული მტერი პირს იბრუნებდა, დასავლეთს კოშკთან უნდა გაეარა. მაშინ ციხე ,,მარჯვედ დახვდი” დაუძახებდა დასავლეთის კოშკს: არ გაუშვაო!”
***
მურის ციხეს ცუდი სამსახურიც გაუწევია ლეჩხუმელი მშრომელი ხალხისთვის.
ძველად ბატონყმობის დროს, აქ ბევრ ვაჟკაცს ამოხდენია სული.
ბატონისაგან დასჯილი გლეხი ამ ციხეში უნდა ყოფილიყო რამდენიმე წელიწადი რკინის ჯაჭვით მიბმული და შებორკილი.
კატეგორია: ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 2212 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
mere??

1  
muris cixe jer kidev 7 saukuneshi moxsenieba,ase rom is versia rom charkvianebis ashenebulia da a.sh arascori informaciaa,ekutvnoda ert periodshi,es muris cixe sxvadasxva dros sxvadasxva gvarebs ekutvnoda rogorc chem gvars,muris cixes hqonda tavisbeuri gadaxurvis sistema romelic mzis gvaris matareblebs hqondat...
ak ki laparakia muris cixe mitom kacia chikovanis dros ganekutvneba,ubralod mcdari gadmocemaa..

სახელი *:
Email *:
კოდი *: