ლექსიკა - 12 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
ხუთშაბათი
08.12.2016
17:01
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 12 » ლექსიკა
21:00
ლექსიკა
ოთხი კუთხის მეზობლობამ ლეჩხუმის მეტყველება თავისებური გახადა. ორი ქართველური ენისა (სვანური და მეგრული) და ორი დიალექტის (იმერული და რაჭული) მეზობლობაში ისე ვითარდებოდა ლეჩხუმური მეტყველება, რომ დამოუკიდებულებას არ კარგავდა. მართალია, ბევრი აქვს შეთვისებული მათგან, მაგრამ საკუთარიც მოეპოვება:

 

ანცობილი = ასული
,,ჩემი და სხვისი ყველა ანცობილია მსხალზედ” შდრ. ,,ანცობა-აცმა ,,ერთი ანცობა ვაშლის ჩილი” (ალ. კობახ.).

აშენებული ლობიო
= მაღალი ლობიო, სარის ლობიო. ,,აშენებულ ლობიოს არ გიბია კარგად.”

ბოჯგატი
= კავია ჯოხი
,,ბოჯდატით მეიწიე ე შტო”.

ბლუყუცი 
= ძლიერ ტკბილი
შდრ:,,ლუყ=ი ლუყე (გურ)-სიცხარეს მოკლებული საჭმელი”(გ. შარაშ) ლუყურტ-ი(ქსნის ხეობა). ,,ძალიან ტკბილი (ვ. სომხიშვ) (რაჭ) ძალიან მსუყე საჭმელი”(ვ. ბერ) ,,ლუყუც-ი(ლეჩხ)-მსუყე ქონიანი საჭმელი”(მ.ჩიქ. მ. ალავ.-1)
,,ნამეტანი ტკბილი, ბლუყუცი
იქნება”

გადანთქეული = გულშეწუხებული, დასუსტებული, მოთენთილი.
,,მეიყვანა ბოში ხელზე გადანთქეული.”

გადახლეწილი=
გადამსკდარი
,,მკლავი ჰქონდა სუმთლად გადახლეწილი”.
ეს სიტყვა ნაწარმოებია ზმნისაგან-ხლეწია, რომელიც სხვა შინაარსისაა. ხლეწია=ყრია ,,ფათქიების მეტი რა ხლეწია.”
გადა-ხლეწ-ილ-ი
ზმნისაგან მივიღეთ სრულიად დამოუკიდებელი შინაარსის ახალი სიტყვა, რომელმაც შეინარჩუნა ზმნისწინი გადა, ხოლო ფუძე ნაწარმოები იქნა ილ. სუფიქსით. ზმნა იქცა სახელად და ჩვეულებრივ ის ბრუნებადი გახდა, დაერთო სახელობითი ბრ. ნიშანი-ი.

გამო-გნაწ-ა
= გაათავა
,,მეორე ძროხამ თელათ მეორე ვედრა წყალგარეული დაფქული გამოგნაწა”, ,,ახლა თუ მეორე ძროხამ კიდევ გამოგნაწა სველი, საღორებოდ რაღა დარჩება?” გამო-გნაწა=გამითავა.შდ
რ ,,გნატავ-ს გულმოდგინედ ფალავს, გვის, ასუფთავებს” (ალ. კობახ) ,,ფალავს-(ცოცხით) გვის ეზოს ფალამს, ფალვა-სახლის ფალვა”(ალ. კობახ).
გნატII გვაწი(რაჭ.იმერ) და-გნატვა, გნაწვა, დაფალვა, მეტისმეტად დასუფთავება, ღვინის ისე დალევა, რომ სასასმოში წვეთი არ ჩარჩეს.(ვ. ბერ)
გასვინტინებული=გასუქებული
,,რავა გასვიტინებულია დედა ღორი” , ,,სამაკინო (დაუმაკებელი საქოენლი, უშობელი) ნავთევია (მთაში ნამყოფი), იმიტომაა გასვინტინებული.” ეს სიტყვა ლექსიკონებში არ დაიძებნება, სამაგიეროდ საყოველთაოდ ცნობილია ლეჩხუმურ დიალექტზე ნახმარი სიმსუქნის გამომხატველი მეორე სიტყვა-გათქვირებული ,,გათქვირებული ღორები ძლივს აძონძორდნენ (ავიდნენ)მაღლობზე”.
ოდნავ განსხვავებული ფორმით არის ეს სიტყვა მ. ჩიქოვანისა და მ. ალავიძის ლექსიკონებში. ,,გამთქივება-გასუქება”
(მ. ჩიქ) ,,გამთქვივებული-გასუქე
ბული; ,,გამთქვივებული ცხენები სათიფში (ბ ფ-დ იქცევა=სათიბში) ბალახობენ”(მ. ალავ.3).
ლეჩხუმში სიმსუქნის გამოსახატავად მესამე სიტყვაც იხმარება-გაზიზინებული. გაზიზინებული კაცი დეიარება(დაიარება;ასიმილაციის შედეგად აი კომპლექსი ეი-დ იქცა) შარაზე?!” ეს სიტყვა აქ ნახმარია ძლიერ მსუქნის მნიშვნელობით, ისეთ კაცზე წარმოთქვეს, თავის კანში რომ ვერ ეტევა და თითქოს გასასკდომადაა მზად.

ლექსიკონებში გაზიზინებული ასეა ახსნილი:
გაზიზინებული=გავსებული, გატენილი ,,სიმინდით ნალიები თავამდეა გაზიზინებული”(მ. ალავ1)

დაბამბალებული
= დიდები
დაბამბალებული, რომ იყო ქათმები”

დაბღოზილი =
დაჩხვლეტილი, ჩამოხეული
,,დაბღოზილი აქვს ხელები და ფეხები ეკლებისაგან”
დარიგინებული=მოსხმული

ელიფიშტე =
უაზრო, უჭკუა
ელიფიშტეა ე(=ეს ნაცვალსახელი გამარტივებულია) ბოში, სულ არ აზროვნებს”
შდრ. ,,ელეშუტე -სულელი. ლენგერე (ვ. ბერიძე)

ჩა- თქვანებული-ა =
კარგად დამწიფებულია ,,ჩათქვაფაბებულია ჩემი ალუბლები”

გა-თქვლიშ-ა
= გაღეწვა
,,გათქვლიშა ძროხამ ვაშლი”

კბილი
= ტკბილი
,,ხალხი კარგი ყავს, კბილი (=ტკბილი)’’

ა-მ-ი-კეკ-ე
= ამიღე
,,ამიკეკე ი(=ის ნაცვალსახელი გამარტივებულია) ლობიო”=ამიღე ის ლობიო, (იტყვიან უკვე ლობიოზე, რომელიც უნდა აიღონ მოსავლად);(შდრ. ალ.ღლ; ქეგ) ,,კეკა-დაკეკა, თივის დაფენა”(საბა)

კვანსალა
= ძლიერ წითელი
,,კვანსალასავით კვერცხები შეიღება”.
,,რავარი კვანსალია(წითელი) ლობიო მომივიდა.”

კიკორაჭა-ლეკალი
= ლობიოს ჯიშია.
,,სულ დარიგინებული იყო თელი(=მთელი) კოკორაჭა-ლეკალი (ლობიო).”

კილონაწვავი
= ნიგვზის შავი გული.
,,მოსულ (დამწიფებულ) კაკალს რომ გაკუჭავ (გატეხავ), შიგ გული შავად რომ ექნება, იმაზე ვიტყვით-კაკა კილონაწვავია.”

გადა-მ-ე-კინჩხელ-ა
= გადანცდა
,,გადამეკინჩხელა წყალი კისერში”
იხ. ვ. ბერ ,,კირჩხი=კისერი ,,წყევლაა. კირჩხი და კისერი უტეხია!”

კირი პუჩხა
= თავდაყირა.
,,კისერი რომ არ მოიტეხონ თავდაყირა გადასვლა”. ,,კირი პუჩხასავით დადიან=თავდაყირა დადიან.
შდრ. ,,კირწიკორწა=კისერზე(დ) გადაბრუნება”(საბა); ,,კირწიკორწა კისერზედ გადაბრუნება”(ნ. ჩუბ).,,კირწი-კინწი, კისერი; კირწი-კორწი-კისერზედ გადაბრუნება”(დ. ჩუბ.).

კოჭიალა
= ცელქი, მოუსვენარი
,,ფედოსიას შვილიშვილები კოჭიალა ბოშები არიან.”

შე-კრუნცხდ-ა
= შევიდა, ავიდა
,,შეხედე ეფო, ი. ბოში სად შეკრუნცხდა, ეგ?!”

ლეჩხუმური ფუღურო
= კარადა ტანსაცმელისათვის, ეს ის კარადაა, რომელიც ყველაზე მეტად ამშვენებდა კათხა სახლს, ჩუქურთმებიანი ტანსაცმლის შესანახი. ,,ლეჩხუმში უწინ ქალი მონაყოლათ=(მოჰყავდათ თურმე და უკითხიათ: ,,აჰაო, ჩვენ პატარძალს ფუღურო თუ აქვსო”.

გაემართა
= დაეღალა
,,ხომ გაემართა მკლავები აქანე თოხნაზე.”

მაქუნია
= ადგილი, სადაც ყველაფერი იშოვება ,,მაქუნია კი არ არის იქინე(=იქ), ყველარო გარბიენ(=გარბიან) შდრ. მაქუნა-მოუსვენარი”(მ. ალავ.1).

შე-მაშვნ-ა
= შეიფერა
,,მშვენივრად შეიმაშვნა ეს საქმე”
შდრ ,,შეშვნევა(ფშ) -შეფერება, შეხამება, შეწყობა.”(ი. ქეშიკ)


და-მ-ი-მელიქიბ-ე
= დამისხი
,,დამიმელიქიფე,დამიმელ
იქიბე, დედიე,დამიმელიქიბე ღვინო” შდრ. ,,მერიქიფე-ღვინის მწდე”.(ნ. ჩუბ)
მიროხიალებული=დაულაგებელი
,,მანეფას სახლი მუდმისად (ყოველთვის) მიროხიალებული აქ”.


მომბალი ღვინო =
ძველისძველი ღვინო ,,მომბალი ღვინო ჰქონდა ბებიაჩემს.”
შდრ: ,,მომბალი 1)რაც მოლბა, მცირედ დარბილებული, მორბილებული//რაც მოულბათ;2)ვინც მოლბა!)(ქეგლ).

დე-ი-მღლავ-ა
= იღლიაში ამოიდო.
,,დეიმღლავა და წევიდა.”

ნავთევ-ი, ნამთელ-ი
= ნაიალაღარი, მთაში ნამყოფი ,,ნამთელი საქონელი ნალისია (გაზაფხულზე გაცვენილი ბალანი);(შდრ. ალ. კობახ. ,,ნამთეური,”ალ. ღლ.,,ნამთევი”).

,,სამაკინო(დასამაკებელ
ი, ახალგაზრდა უშობელი) ნავთევია, იმიტომაა, გასვიტინებული(მსუქანი)”.

დე-ე-ნაცვლ-ა
= დაემსგავსა
,,იმას დეენაცვლა მისი შვილი”.

წე-ი-ნაწილ-ებ-თ
= წაიჭამთ
,,რაცხა ჩემთან წეინაწილებთ ცოტას”;
,,გზა-გზა წეინაწილებენ ბოშები”.
შდრ: ,,ნაწილობა(ქიზიყ) საუზმობა, წამხემსება, დილაადრიან სახელდახელოდ ჭამა, შემდეგაა სადილობა, სამხრობა, ვახშმობა, სერიკუდა(ს. მენთეშ).”-..ნაწილი-1)პური;
საკვები; ,,ღმერთო, ნაწილის გამჩენო! შენ უშველე ამ ოჯახს,”(საშობაო მოთხ) (ალ. ჭინჭარ. ვაჟა-ფშავ. მც. ლექს)

ორპოჭყალა
= ორი ნიგოზი რომაა ერთად შეტყუპებული. ,,ე კაკა რავა ორჭყოპალა და სამბუჩხა გამევიდა” შდრ ,,ორჭყუპალა(რაჭ.)-ერთ ყუნწზე შეზრდილი ორი ნაყოფი, ორტყუპა(ალ. კობახ). ე.ი. ორ-ტყუპ-ალ-ა_____ორ=ჭყუპ=ას-ა და მეტათეზისით=ორპუჭყ-ალა და ო-უ-ს შენაცვლებით---ორპოჭყალ
ა.

პატარეთელი =
ლამაზი
,,პატარეთელი კაცია და მუნჯი…

ი-პუნტ-ის
= ჭამს
,,აი, ამათთან როგორ იპუტნის, შეხედე”

დო-უ-რიალ-ე
= დაურიე, დარევა ,,დოურიალე ერთი მაგ საჭმელს.”

გ-როფ-ავ
= დაგარტყამ
,,გროფავ ჯოხს თვალებში.”

როხი
= დაუმწუფებელი
,,ამნაირი როხი რომ იყო”.
შდრ: ,,როხვა-ამოროხვით-მაძღრივ; ,,ამოროხვით განძღომილ იქნეს”. ,,როხ=ი(როხისა) 1) მსხვილად დაფქული მარცვლეული; 2) მსხვილი, უსწორმასწორო”(ქეგლ) სამბუჩხა=სამი ნიგოზი რომაა ერთად.
,,ე კაკა რავა ორპოჭყალა და სამბუჩხა გამევიდა.”

სამბუჩხა - სამბოჯღა
ქიზიყში კი ამ სახის კაკალს სამტყუჭა-ს ეძახიან. ,,სამტყუჭა-სამი ცალი ნაყოფი ერთად”(ს. მენთეშ) აქაც: სამტყუპ-აფრიკატიზაციით-სამტყუპ.

სამტოხი = სახლის სახურავის ნაწილი, კოჭი ,,სამტოხზე თოკი იყო ჩამოკიდებული.’’სახლის იმ ნაწილს ლეჩხუმში კიდევ სამი სახელი აქვს, სამტოხს მას ზემო საირმეში ეძახიან ,,კედელს სარტყელი თავზე გადაყვება. ამ სარტყელს ედგმება კოჭი. კოჭი სახლს დაბლად აქვს და ჭერზეც. კოჭს სამტოხს ეძახიან.” ლეჩხუმში მას ქირიში ანუ დოშაყიც ეწოდება. ,,ქირიში ანუ დოშაყი კოჭია. ქირიშებზე ფიცრის იატაკია დაგებული. ქირიშები ჭერსაც აქვს.” (მ. ალავ. ლეჩხ. ზეპ, გვ 89) ამ პატარა მხარეში სახლის ერთი ნაწილი ოთხი სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება. 1) კოჭი; 2) დოშაყი; 3)ქირიში 4) სამტოხი; აქედან სამტოხი ლექსიკონებში არ გვხვდება. ამ კოჭების გარდა სახლს კიდევ აქვს სახურავ ქვეში თაღიანი კოჭი. ,,სახურავის თაღიანი კოჭი არის მანდალიონი.”(მ. ალავ.ლეჩხ.ზეპ. გვ 89) ,,მანდალიონი სახლის გარეთა ფიგურაა, ნაწილია”(მ. ალავ ლეჩხ. ზეპ. გვ89) .

სარკინე
= რკინის იარაღის შესანახი.
სარკინე მიდგმული აქვს პატარა კარადასავით საბძლის კედელს ანდა ბეღლისას. არის ვიწრო და გრძელი, შენობის სიგრძე. მასში მიჭედებულია ერთიანი ხე, დაყოფილია პატარ-პატარა ხის ნაჭრებით კუთხეებად, რომელზედაც იკიდება პირით ნაჯახი, წალდი, ცული, ცელი, ნამგალი და სხვა სამუშაო იარაღები. სარკინეს აქვს დასაკეტი კარი. ,,წადი შვილო სარკინეში ნახავ ნაჯახს.”

საყე
= ტოტებიანი ჯოხი.
საყე არის ტოტებიანი ჯოხი, რომელსაც მინდორში ხმარობენ ტანსაცმლის ან რაიმეს ჩამოსაკიდებელად.
,,ყანაში ვართ და მამაჩემმა მითხრა, საყე მომიტანეო, ვერ ვიპოვე, ვუთხარი-იქ არ არის, მოჭრა და დაასო, ტოტიანი ჯოხია, ტანსაცმლის კიდებენ.’'
საყეს შესახებ ერთი ამბავიც მიამბეს: ,,ძველ დროში ყანაში მუდმისად (ყოველთვის) იყო დასობილი ქიმებიანი (ტოტებიანი) საყე. წინეთ დიდი შიშიანობა იყო. მტრები ესხმოდა გზებზე ჩვენს წინაპრებს, მინდვრად და ყანებშიც არ ინდობდნენ. ამიტომ მუდამ ატარებდნენ იარაღს თავდასაცავად, ყანაშიც კი მიჰქონდათ იარაღი. მოჭრიდა სარს, დაუტოვებდა ქიმებს და დაასობდა მას ყანაში, მის ქიმზე კი ჩამოკიდებდა იარაღს , თუ მტერი გამოჩნდებოდა, იმ წამსვე მიმართავდა იარაღს, რომელიც საძებარი არ ჰქონდა და მტერს ადვილად იგერიებდა, ამ დროში მტრის თავდასხმები არ ხდება, მაგრამ საყის გაკეთება ჩვეულებად იქცა და ახლა მასზე სადილს ვკიდებთ.”
სიტყვას სულ სხვა შინაარსი აქვს ,,საყე-იგივე ხალა; ხალა-გრძელი ჯოხი”(საბა); საყე-ხალე, ანძა; ხალე-ანძა, ნაქუსი ხომალდისა.’(ნ. ჩუბ; დ. ჩუბ); საყ (გურ) -საყენი, ნაკრძალ მიწაში ჩარჭობილი სარი იმ ადგილის შეუვალობის აღსანიშნავად. ,,რავა გაჩერებულხარ საყესავით?”(გ. შარშ)
საყე (საყისა)- 1) გზის მაჩვენებლად, საზღვრის აღსანიშნავად და სხვა მნიშვნელობისათვის მიწაში ჩარჭობილი ხალა, მანა.”(ქეგლ);
შდრ. ,,სარყ-ი(თუშ-ფშ) სამანი ნ. სარყანი”) (თ. უთურგ). ,,სარყან=ი (მთიულ)გათლილი ჯოხები სათიბის გარშემო ჩასმული, რომ შიგ საქონელი არ შეუიშვან.”(ლ.კაიშ), ხევს ,,სარყი”(ალ.ჭინჭარ) საყ-ში, სარ-ს ანალოგიით გაჩენილია რ. საყე/სა-ყენ-ი შდრ. სა-ჭე- სა-ჭერ-ი.
საყეს მსგავსი ჩამოსაკიდებელი მარტო მინდორში კი არ იცოდნენ, არამედ კათხა სახლშიც, მას ჯღას ეძახდნენ და საწოლთან იყო დადგმული. ,,სასთუმალთან დასმული იყო ურთხის ჯღები (ჯღა-ბოძი ტოტებიანი, რისიმე ჩამოსაკიდებლად, ჯღა-ტოტებიანი შტო, რომელსაც ბარდიან მცენარეებს უსობენ ბარდის შესაკავებლად (ქეგლ) ამ ჯღებზე ეკიდა კაჟიანი თოფები.”

ა-სხი პინებულ-ან
= ასულან
,,ბოშები ყველა ასხიპინებულან ბალზე.”
,,სხი-პინ-ი//სხაპა-სხუპით ლაპარაკი.”(მ.ალავ. 2)

ჩუ-ი-ტლიქ-ა
= ჩა-ი-ლოკ-ა, ჩა-ი-ტლიკ-ა
,,რავა ჩუიტლიქა დასაღუპავმა თლად თითები.”

ფაჩალები
= კაჭაჭი, ლობიოს ჩენჩი
,,ძლივ დავტუკე ლობიო და ფაჩალები გავაცალე”, ,,ფაჩალებს სხვანაირად კაჭაჭსაც ვეტყვით”, კაჭაჭი-მელი ,,კაჭაწიფმელი შამბის ღერო”. (საბა; ნ. ჩუბ; დ. ჩუბ) ,,გამხმარი ღერო მაღალი, მსხვილღერიანი ბალახისა, მზესუმზირისა და მისთ”(ქეგლ); ,,ნაბერძალი-ლობიოს ჩენჩო.”(მ. ალავ.-1)


ფეჩხო
= ქათმის ნაწილი, შუაზე გაჭრილი ქათამი
,,ქათამი ფეჩხო მერეიზა შეინახე” შდრ. ფეშხვი- ფეშხვა-ხერხემალზე სიგრძივ გაკვეთილი საკლავის ნახევარი.”(მ.ალავ. -1); ,,ფეშხო, ფეშო-საკლავთ, ცალი გვერდი, ჩანასხეპი”(ნ.ჩუბ; დ. ჩუბ.); ,,ფეშო-ცალი ჩანასხეპი”(საბა).
ჩა-ქინჩ-ე=მოუჭირე, ჩაკიდე(ძალად),ხელი მოკიდე ,,რას ჩაექინჩე მაგ ბოვშვს?”=რატომ მოკიდე ხელი მაგ ბავშვს” დაექიჩნა=ჩაკიდე, მოკიდა

გე-ვ-ღვაფ-ე
= დასველდი
,,არ ვიცი, გევიღვაფე!’’
,,ღვაფავს-ნელი წვიმა მოდის, ჟინჟლავს, წინწკლავს”(ქეგლ). ,,ღვაფ=ი (ზ. იმერ) ნელი წვიმა, ღვიფი”(ბ. წერეთ); ,,ღვაფ=ი(ქართ) დიდი რაოდენობის ნამი.”(მ. მესხ); ,,ღვაფ=ი დიდი, უხვი ნამი, ღამე რო ცვარს დაადეფს ბევრსა, ის არი ღვაფი (ბრ) ნაავდრი რო არი ჰაერი, იმ დილით რო გაივლი ადგილზედა, მაშინ არი ღვაფი(წვ) ყანაში ვერ გახვალ ბიჭო, ღვაფია,ღვაფი.”(ქართ. ლექს)
და-ღუნზულ-ი
= და-ხუნძლული-ა
,,დაღუნზლულია კიტრა ვაშლი.’' ლეჩხუმურ დიალექტზე ლექსიკონში ეს სიტყვა ასეა წარმოდგენილი:
,,დაგუნძლული-დახუნძლულ
ი, ბლომად მოსხმული”(დიალექტ. გვ. 676)

ლეჩხუმში უხვად მობმას დაზაზვა-ც ეწოდება. ,,დაზაზვა-დახუნძვა, უხვად მოსხმა ნაყოფისა; დაზაზული=დახუნძლული.”(
მ.ალავ. -2)

დე-ი-ღუნძლ-ებ-ა
= კარგად დამწიფდება
,,დეიღუნძლება რქა (ვენახი).”
,,ღუნძლი=ნაყოფის, ხილის, ყურძნის კანქვეშ ნაწილი, რბილობი-ღვიძლი”(ალ კობახ.)

ყინული
= ჩხუბი, ყაყანი, ყივილი.
,,ოუტეხე ახლა ყინული და უბედურება”.

ყურბაზიანი
= უგულისყურო.
,,ე ბოში თლა ყურბაზიანია.’
,,ყურბან=ი(გურ. ქვ. იმერ.) ყრუ, უბირი, გაუნათლებელი”(მ.ალავ-3) ,,ყურბატა

მ-ი-ე-ჩხეფ-ო-ს
= მიშხეფოს
,,იმას არ მიეჩხეფოს იმიზა ვქენიო.”

ა-ცივნდ-ებ-ა
= აცივდება
,,მალე აცივდება წრეულს (წელს).’’

ცინციფური =
სწრაფი
,,ციციფურივით გამოგეკიდები.”
მი-ციცინ-ებ-ს=მიხტის
,,რავა მიციცინებს დაღუპული.”

გადა-ე-ცხინკილ-ა
= გაეჩხირა
,,გადაეცხინკილა ე ვაშლი პირში.”

გა-ვ-ძაბრ-ავ
= მოვკლავ
,,შენისთანს ათასს გავძაბრავ.’’

ძგვირ-ავ
= დავარტყამ (შდრ. საბა: ძგერება;აძგერა)
,,რომ ძგვირავ თავში.”
,,რომ ევიღებ ამ ყაპყს (დიდი ქვა )და ძგვირავ თავში.”

ძგუბლიანი
= ზინზილიანი
,,ღორებივით დავყარე სამივე ძგუმბლიანები.’’

ა-მ-ა-ძონძორ-ებ-ს
= ამიყვა
ნს, ამაძუნძულებს. ,,მე იქინე რა ამაძონძორებს?!”

ი-წნაკ-ებ-ა = ამიყვანს, ამაძუნძულებს. ,,მე იქინე რა ამაძონძორებს?!”

ი-წნაკ-ებ-ა = ცოტას რომ იწველება ძროხა ,,ერთი ცახე მოვწკნატე ძროხას,’' ,,ერთ ჭიქას იწნაკება.” შდრ. ხევს: ,,საქონელი რომ გაშრობას დააპირებს და ცოტა რძეს რომ იძლევა ,,ზისვარ აღარ უდგას, იწკენტების”-ო იტყვიან”(ალ. ჭინჭარ, 234,1)

ი-წბერ-ებ-ი = ხათრიან კაცზე იტყვიან, რომ იპრანჭება, უკადრისია-,,რავა იწბერები”(შდრ. მ. ალავ-1 , ,,წბერვა=ტუჩების წრუპვა, მანჭვა”.)

გამო-ხანხლ-ა
= სწრაფად გამოცალა
,,ერთი ვედრო წყალი გამოხანხლა ერთმა ძროხამ”(შდრ. ,,ხანხლავ=ს) 2)ჩქარა და უშნოდ ჭამს”(ქეგლ)


ახვანხავს
= ერთბაშად იყრის რაიმეს პირში
,,რაფერ ახვანხავს ე ოხერი უგალავ(შემოუსვლელ) ვაშლს.’

ხვინჭკები
= ქვის ნატეხები.
,,პეტერ-პეტერე ხვინჭკები იყო გზებზე.”,,ხ ინჭა(ხვინჭა) წყალი კენჭები”(საბა); ,,კენჭებიანი ქვიშა’’(ნ. ჩუბ;დ. ჩუბ); ,,ხვინჭ=ი, ხვინჭა- მსხვილი ხრეში”(ქეგლ).
ხონჩა ჭერი-ხმარობდნენ აკიდოების დასაკიდებლად, ჩურჩხელისა და სხვა ხილის გასახმობად.
ძველებურ ხის გრძელ კათხა სახლში ზედა საირმეში საოცრად ლამაზი ჭერი ვნახე. ეს ჭერი სახლის მხოლოდ ერთ ოთახში არის გაკეთებული. ის ხისგანაა გამოთლილი, ცილინდრისებული ფორმა ჰქონდა, სიღრმეში უფრო ვიწრო იყო, თანდათან კი ფართოვდებოდა, ოთხკუთხედი კონუსი ჰქონდა, რიკულებიანი, ჩუქურთმებიანი ზოლით იყო გამოყოფილი, ამ რიკულებს ხვრელი ჰქონდათ. ასეთი ზოლი 3 ერტყა მეტ-ნაკლები დაშორებით და სიდიდით, სადაც ლამაზი ჭერი ვიწროვდებოდა, იქ კიდევ ორი რიკულებიანი ზოლია მოჩუქურთმებული. ასეთ ერს ლეჩხუმში ხონჩა ჭერს უწოდებენ. მის ლამაზ რიკულების ხვრეტინებში ირგვლივ კიდებენ აკიდოებს, ჩურჩხელებს და სხვა ხილს გასახმობად. ხშირად ხონჩა ჭერის შუაში ჩამოკიდებული იყო შარიანი ლამფა, რომელიც მთელ ოთახს ანათებდა. შდრ. ,,ხონჩა (უ მ) სხვათა ენაა, ქართულად სიფლი და ტაბაკი ჰქვიან.’ ,,ტაბაკი-ხონჩა”, სიფლი-მოგრძო ტაბაკი.”(საბა).


კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1547 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
6  
magaria

5  
ES SURATI SAIDAN GAKVS?

4  
magaria dzalian,magrad vixaliseee...:D:D me ar var lechxumeli,magram bardnalashi var namyopi jgupeltan...nemswveridzeebtan....magari xalxi xart..:8

2  
vaimeeeeee :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D cudad vaaaar :D:D:D:D:D:D:D:D

3  
vaskeeee gadavvardi skamidann :))))))))))) dzn magaria biggrin micani me?

1  
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin gaixare shenn biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin vaimee... agar shemidzliaaa biggrin biggrin biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *: