ქვედა ცაგერი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები:გვესო, ჭალისთავი). ზღვის დონიდან 450 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 2 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1362 კაცი.
მე წარმოშობით თაბორიდან ვარ, იქ არიან ჩემი წინაპრები დაკრძალულები. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი და დღემდე მესიზმრება ჩემი პატარა და ლამაზი სოფელი, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ. გამიხარდება, თუ ვინმე გამომეხმაურება თაბორიდან.
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. იცით, სულ მწყდებოდა გული, რომ სადაც არ წავსულიყავი, ოყო ეს სოხუმი, სამეგრელო თუ სხვა მხარე, ლეჩხუმის მდებარეობა ბევრმა ადამიანმა არ იცოდა. მას სვანეთს მიაკუთვნებდნენ. ძალიან კარგია, ახლა ზოგი მაიც გაიგებს ჩვენი მხარის შესახებ, არადა დასამალი მხარე და ხალხი ნამდვილად არ გვყავს!