ხვამლი - 2 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
ხუთშაბათი
08.12.2016
17:06
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » ხვამლი
18:43
ხვამლი
ხვამლის მთა

ლეჩხუმი,საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე,ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს.

XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის - ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით: ,,გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა,,.

ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა,რომელიც გადაჭიმულია 10-15 კმ მანძილზე, ქ.ქუთაისიდან ჩრდილო მხარეზე 20-25 კილომეტრის დაცილებით. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: ,,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით,,.

ხვამლის თხემიდან იშლება ზღაპრული სანახაობა. აღმოსავლეთიდ მოჩანს ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, სამხრეთ -აღმოსავლეთით და სამხრეთით - ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთები.

ხვალის მთის სიმაღლე ძღვის დონიდან ორიათას მეტრს არემატება. 1700 მეტრის სიმაღლეზე არის ,,ბოგა საყინულე,, სადაც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა, შიგ ყინულის ლოლოები და ყინულის ,,ზოდებია,,.

შეიძლება ითქვას ,რომ ხვამლის მტა თვით არის ბუნებრივი ,,ციხესიმაგრე,,. ამ მთის მასივში გამოვლინებულია ექვსი გამოქვაბული. მათ შესწავლის მიზნით რამდენჯერმე მეოწყო ექსპედიცია, ცნობილი მთასვლელის ალოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

დადასტურდა,რომ ხვამლის გამოქვაბულში გარკვეულ პერიოდში ადამიანებს უცხოვრიათ,რომლებსაც ეს ბუნებრივი სადგომები სპეციალური დანიშნულებიტაც გამოუყენებიათ. ამას ამტკიცებს ქვაბულთა აღწერილობანი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: ,,რიონის დასავლეთით, მთის ძირას არის ხომლის კლდე. ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი,მტრისაგან შეუვალი,მეფეთა საგანძურთ სადები,,.

ხვამლის მთაზე იყო დიდად განთქმული ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია. 1886 წელს ჟურნალ ,,მწყემსში'',მღვდელი იოანე თაგვაძე წერდა: ,,ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე არის ნანგრევი ეკლესიისა''.

,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს,, სწირავდნენ ჯვარ-ხატებს,გლეხებს,გადასახადებს,ადგილ-მამულებს.რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის ძალაზე,,: თუ ხვამლი გწყალობს,ნიავი არ მოგაკლდებაო. ლეჩხუმელი კაცი გახედავს ხვამლის სერს და იტყვის: გაწვიმდება თუ დარი იქნება,ხვამლი თუ ისურვებს,გაავდრდება,თუ არა-არა. ,,ვისაც ხვამლი წყალობს,მისი ბეღელი არ დაიცლებაო''. კიდევ მეტი: ,,ქვეყანა თუ დაიმშას ხვამლმა არჩინოსო''.

გაზაფხულზე მარტის ტყეში თუ პირველად ხვამლის მხრიდან ისმის ქუხილი,ლეჩხუმელი გლეხი შვებით ამოისუნთქავს და იტყვის: კარგი მოსავლიანი წელი იქნებაო. დიასახლისები კი უცებ გობ-საცრით ფქვილის გაცრას დაიწყებენ და გაბმულად წარმოთქვამენ: გობ-საცერი,გობ-საცერი, ღმერთო მომეც გასაცერი.

ყოველივე ეს და ბუნების საოცარი სილამაზე რომანტიკულობას მატედა ხვამლის მთას. ამიტომ საზოგადოების თაყვანისცემის ობიექტი იგი ძველთაგანვე გახდა. ლეჩხუმლებმა დააწესეს ხვამლის დღესასწაული, იგი ფართო მასშტაბით აღინიშნება აღდგომიდან ორმოცდამეცხრე დღეს,სულის შაბათს, დიდი ხატობის დღეს,შაბათს სულთაობას.
კატეგორია: ხვამლი | ნანახია: 2350 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 3.3/7
სულ კომენტარები: 5
5  
hoi saocrebav! ra sascauleia, ramdeni codnaa damarxuli da idumaleba gmerto didebulo! jruanteli da cremli momgvara am statiam! ududesi madloba avtors da kvela im adamians romelis am temaze mushaobs!
gaixaret lechxumelebooooooo! mikvarxart!
arasodes vkopilvar lechxumshi, tumcaga carmoshobit chemi mama-papa sairmedanaa! da mainc zalian mmikvars unaxavadac ki da kvela lechxumeli chemi sisxli da xorci mgonia! ra sascaulia es sisxlis kivili tu ara sxva ra unda ikos aba?! m. bulgakovs aqvs natqvami chemtvis ertert sakvarel mis nacarmoebshi, rom sisxlis sakitxebia kvelaze rtuli da idumali am qveknado! albat martalia!

4  
rogorc gamigia xvamlze gemis zvelis-zveli guza ariso

3  
me mikvars lechxumis miza zkali da raz ki arsebobs lechxumshi kvelaferi ik davibade ik agvizarde ik viszavle kvela tradizia raz lechxums sheexeba mikvars chemi natesavebi da kvela lechxumeli minda usurvo kvelas bedniereba jamrteloba da bednieri sibere gaixaret lechxumlebo gigzavnit uzxo kveknidan mravl koznas da mokitkvas zalian mikvarxalt kvelani

2  
kargi suratia:)mixaria rom ase gavcelda,mit umetes ro chemi gadasgebulia

1  
]"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს"- ვახუშტი smile :)

სახელი *:
Email *:
კოდი *: