ხვადაგიანი , ზალკანიანი, ჩხეტიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია - 20 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
შაბათი
10.12.2016
09:51
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » ხვადაგიანი , ზალკანიანი, ჩხეტიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
21:29
ხვადაგიანი , ზალკანიანი, ჩხეტიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
 ხ ვ ა დ ა გ ი ა ნ ე ბ ი  სოფელ ზოგიშში მოსახლეობენ. აქედან ეს გვარი ნ ასპერსა და მახაშში არის გადასული. გადმოცემით ხვადაგიანები ზემო სვანეთიდან გადმოსახლებულან. მესისხლეობის გამო გამოქცეულებს, გვარი შეუცვლიათ. მეორე გადმოცემის მიხედვით, ხვადაგიანების წინაპარი დღევანდელი საჩხერის რაიონიდან გადმოსახლებულა. მათი ადრინდელი გვარი ხვედელიძე ყოფილა. ნიკორწმინდის იადიგარში (1071-1080) შხროს ნახსენებია გვარი ჴჳდილიანი. ოკრიბელი და ტყიბულელი ხვადაგიანები ლეჩხუმიდან არიან გადასახლებულნი. ხვადაგიანებს თავიანთ განშტოებად მიაჩნიათ გურაბანიძეები. ერთი გვარის სხვადასხვა წარმოშობის შესახებ ორი გადმოცემა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ცოტა არაა ისეთი შემთხვევები დაფიქსირებული,როდესაც მოსული დამხვდურის გვარს იღებს.
 
   ზ ა ლ კ ა ლ ი ა ნ ე ბ ი სოფელ ცაგერას მოსახლეობენ. ისინი ზემო სვანეთის სოფ. კალადან გადმოსახლებულან. მთხრობელის სიტყვით, ,,იქ ყოფილა გვარი ,,ზანკალი,,. აქანე შეიცვალეს გვარი, ერთი კაცის შთამომავლები ვართ და იმაზე მოვდივართ ზალკანიანები,,. დღეს სვანეთში გვარსახელი ზალკანიანი საერთოდ არ გვხვდება.
 
   ზემო სვანეთიდან მოსულან ჩ ხ ე ტ ი ა ნ ე ბ ი,  რომლებიც ძირითადად ღვირიშში,აღვში და კენაშში ცხოვრობენ.
კატეგორია: ლეჩხუმური გვარები | ნანახია: 2309 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: