გელოვანები - ლეჩხუმური გვარების ისტორია - 20 აპრილში 2011 - ლეჩხუმი - ყველაფერი ლეჩხუმის შესახებ შემეცნებითი საიტი
კვირა
11.12.2016
03:15
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [15]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
500
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » გელოვანები - ლეჩხუმური გვარების ისტორია
21:37
გელოვანები - ლეჩხუმური გვარების ისტორია
   სვანეთიდან გადმოსახლებულად მიიჩნევიან სოფელ ლაჯანაში მცხოვრები გ ე ლ ო ვ ა ნ ე ბ ი,  რომლებიც ქვემო სვანეთის სოფ. შკედიდან ჩამოსულან. დანარჩენები, სპათაგორელი და ჟოშხელი გელოვანები, ლეჩხუმის ერთ-ერთ თავდაპირველ მოსახლეებად მიიჩნევიან. ჩანს, ამ უკანასკნელთა მიგრაცია სვანეთიდან საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. ეს გვარი თავის დროზე ხომ სვანეთში ერისთავობდა. სპათაგორელი გელოვანები აზნაურთა წრეს მუეკუთვნებოდნენ. ისინი არაერთხელ არიან ნახსენები ძველ საისტორიო საბუთებშიც. 1656 წ საბუთში ,,შეწირულობის წიგნი გაბრიელ ცაგარიელისა ცაგერის ტაძრისადმი,, ვკითხულობთ: ,,აწ ეს დასახელებული სამი კვამლი კაცი და სამი აყრილი ნაძალადევად გელოვანს ჰქონდა, ცაგერის ღმრთისმშობლის გამონართმევი. აწე გელოვანს მეფის ღალატად შეაჩნდა, გაუწყრა მეფე, გამოართვა და ისევ საყდარს შესწირა მისდა სადღეგრძელოდ და სულისა მისისა საოხად…,, 1766 წ. საბუთი : ,,… ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი დაგიწერე და მოგართვი ბაკურაძემ გაბრიელმან და ჩემმან შვილმან გოტამ და კაცინიკმან და სხვა ჩემმან. ძმამ მამუკამ და ჩვენმა მომავალმა სახლისა ჩვენისამ თქუენ, ჩვენს მოურავს გელოვანს ქაიხოსროს და თქვენს შვილს ბერუკას და მანუჩარს და სხვათა თქვენთა შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ასე და ამა პირსა ზედა, რომ დამჭირდა და მოგყიდე ჟოშხას გელოვანის მონაყიდი მამული…,, ლეჩხუმის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთ წარწერაში ე.თაყაიშვილმა ამოიკითხა ,,ხატის მომჭედელი გელუანი სულა და თანამეცხედრე მისი დეუდარიანის ქალი ყაზმი,,…
კატეგორია: ლეჩხუმური გვარები | ნანახია: 2315 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 4.1/13
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: