ოთხშაბათი
24.04.2024
18:12
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » დიდი ენკენობა ( იარმუკობა ) ლეჩხუმში - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
22:29
დიდი ენკენობა ( იარმუკობა ) ლეჩხუმში - ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
                 ,,დიდი ენკენობა,, (იარმუკობა) ლეჩხუმში
 
   გვიან შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმში, ,,მურში,, (ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრი) ენკენისთვეში ე.ი. სექტემბერში იმართებოდა ბაზრობა ,,ენკენობა,, , მეზობელი კუთხეების მცხოვრებთა: სვანების, რაჭველების , იმერლების მონაწილეობით. მე-19 საუკუნის 70-იან წლებიდან ლეჩხუმურ ბაზრობას უფრო ოფიციალური და ფართო ხასიათი მიეცა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ინიციატივით. დავით დადიანს პირველად ბაზრობა გაუმართავს სოფელ ოყურეშში. მომდევნო წლებში ,,ენკენობა,, უკვე ,,იარმურკობის,, სახელწოდებით ცაგერში გადმოუტანიათ და იქ იმართებოდა ყოველთვის. იგი ერთ კვირას, ზოგჯერ ორ კვირას გრძელდებოდა. ბაზრობაზე მოდიოდნენ ლეჩხუმის ყველა სოფლიდან, მეზობელი კუთხეებიდან, ქვეყნის გარედანაც - ალანები და ყარაჩელებიც კი გადმოდიოდნენე ჩრდილო კავკასიიდან. გასაყიდად და გასაცვლელად მოჰქონდათ, რაც მათ ნამეტანი გააჩნდათ. ,,იარმუკობას,, მარტო საქონლის ყიდვა-გაყიდვის ადა გაცვლა გამოცვლის ფუნქცია არ გააჩნდა. ეს იყო ზეიმი-პაექრობა, სხავადსხვა კუთხის ხალხების გაცნობის, დაახლოების და დამოყვრების ღონისძიება. ბაზრობაზე სტუმრებს და მასპინძლებს გასაცვლელ პროდუქტებთან და საქონელთან ერთად მოჰყავდათ დასაკლავები,ლეჩხუმლები ახვედრებდნენ ღვინოს, პურს და კეთილ გულს. იმართებოდა ნადიმი, იყო ცეკვა - თამაში და სიმღერები, სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, მარულაში. ღონისძიების ორგანიზებას ყოველთვის სათავეში ედგა სხვადასხვა დროს - ლეჩხუმის თავი, სარდალ-მოურავი, მაზრის უფროსი. ლეჩხუმის ,,იარმურკობას,, დიდ ყურადრებას უთმობდნენ და მონაწილებას ღებულობდნენ სამეგრელოს მთავრები დადიანები. ,,ბაზრობა,, ტრადიციულად აქციეს და დიდი პატივი დადეს სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა და მისმა შვილმა, ლეჩხუმის განსაკუთრებულმა დამფასებელმა, უგანათლებულესმა თავადმა ნიკო დადიანმა.
 
   ლეჩხუმური ,,იარმურკობა,, არ გამორჩენია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პრესას, განსაკუთრებით - ,,ივერიას,, და ,დროებას,,. ,,დროების,, ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: ,,…ეს იარმუკა პირველად უკანასკნელს სამეგრელოს მთავარს სოფ.ოყურეშში დაუწესებია, მაგრამ ადგილის სივიწროვის გამო ცაგერში გადმოუტანია. აირმუკაზე სამეგრელოდან, ოსეთიდან და ბევრი იმერეთიდან იკრიბებიან. ოსეთიდან მოჰყავთ საქონელი: თხა, ცხვარი, აგრეთვე ცხენები, მოაქვთ ჩოხა და ნაბადი. ლეჩხუმიდან და ოდიშიდან: ხარი, ძროხა, ცხვარი, ქალამანი და სხვა წვრილმანობა. ლეჩხუმელი და სვანელი ქალები კაცებზე მომეტებული არიან, მაგრამ ყველანი კი სავაჭროდ არ მოდიან, ზოგიერთი დროის გასატარებლად და საქეიფოდაც მოდიან, აქ ნახავთ ცხენოსნობას, ჯირითს და სხვა თამაშობას. წელს აქ იყო სამეგრელოს თავადი, მთავრის შვილი (ნიკო დადიანი), რომელმაც ძალიან ცხენოსნობა და მხიარულება გამოიჩინა,,
 
   ,,ენკენობით,, (იარმუკობა) მეზობელი და არა მარტო მეზობელი კუთხეების მხარეების დაინტერესება და მასში აქტიური მონაწილეობა, ჩვენი აზრით განაპირობა ლეჩხუმის მოხერხებულმა მდებარეობამ, ლეჩხუმზე გამავალმა სატრანზიტო გზებმა.
 
 
    აღნიშნულ ბაზრობას ეძღვნება ლადო ასათიანის ლექსი ,,ცაგერის ბაზრობა,, :
 
ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს!
ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით.
ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდე
გამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები.
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,
მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,
- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,
ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, -
გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით
და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:
- იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!
აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი.
შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების,
ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური,
ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარები
აბილაურით, ყინულით და თურაშაულით.
- პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად,
თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? –
იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარს
წვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო.
ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდები
თავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე,
ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები,
უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს.
- ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი!
- სიმინდიანი, ცერცვიან, თეთრი ბურები!
- იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?!
- აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები!
აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებით
მყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები,
წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარები
და საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ.
აგერ, დედაკაცს აუცსია წიფხა ხორბალით
და ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება,
აგერ ვირაცამ გამოაძრო ურემს ხორბალი
და სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად.
აგერ, სწონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილს
ყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები,
კოლმეურნენი – ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი –
იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით.
- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! -
კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით,
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა
და სვანურ ბგერებს ღუღუნებენ როგორც გვრიტები.
ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი,
თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით,
და მურის ციხე გადმოსცქერის ვით ზარბაზანი, -
როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები.
დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდული
ამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს,
დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური,
ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს
კატეგორია: ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან | ნანახია: 3145 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | ტეგები: იარმუკობა, ცაგერის ბაზრობა, iarmukoba, დიდი ენკენობა, cageris bazroba, didi enkenoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: