პარასკევი
29.03.2024
03:45
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » ბახსოლიანი, მეიფარიანი, მაღრიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
21:35
ბახსოლიანი, მეიფარიანი, მაღრიანი - ლეჩხუმური გვარების ისტორია
ბ ა ხ ს ო ლ ი ა ნ ე ბ ი  სოფელ ორბელში ზემო სვანეთიდან მოსული არიან. ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, აქაც გადმოსახლებულებს გვარსახელი შეუცვლიათ. უმჯობესია მთხრობელს მოვუსმინოთ: ,,ჩვენი გვარი არის ძირითადად წამოსული ზემო სვანეთიდან, მულახიდან. მხოლოდ ჩვენი გვარი ყოფილა არა ბახსოლიანი,არამედ იოსელიანი. ისინი სვანეთიდან წამოსულან დადეშქელიანთან მომხდარი მკვლელობის გამო. სამი ძმა გადასახლებულა წყალტუბოში. იქ მოსწონებიათ ადგილი. ისინი ჯიხვის ტყავებში ჩაცმული ჩამოსულან. წყალტუბოში უფროსი ძმა დაქორწინებულა. იქ იოსელიანები ეხლაც არიან, ჩვენი გვარის ხალხი. ბატონს მოუნდომებია პირველი ღამის უფლების გამოყენება. უმცროს ძმას ეს ამბავი დიდ შეურაცხყოფად მიუღია და როცა იმ ღამეს იმერეთის ბატონისშვილი ოთახში უნდა შესულიყო, კარებში სატევარი დაუცია და მოუკლავს. მას შემდეგ მკვლელს, რომელსაც ბახულია რქმევია სახელად, იქ აღარ დაედგომებოდა. იგი გამოქცეულა ლეჩხუმში და გვარიც გამოუცვლია. ბახუ იოსელიანი რომ იყო, დაწერილა ბახსოლიანად,, (შალვა ბახსოლიანი 70 წლის). სხვათაშორის, 1904 წლის მონაცემებით ბახსოლიანების ერთ ოჯახში 39 სული ცხოვრობდა. ასეთი დიდი ოჯახი ლეჩხუმისათვის გამონაკლისი როდი იყო. სახელად, იქ აღარ დაედგომებოდა. იგი გამოქცეულა ლეჩხუმში და გვარიც გამოუცვლია. ბახუ იოსელიანი რომ იყო, დაწერილა ბახსოლიანად,, (შალვა ბახსოლიანი 70 წლის). სხვათაშორის, 1904 წლის მონაცემებით ბახსოლიანების ერთ ოჯახში 39 სული ცხოვრობდა. ასეთი დიდი ოჯახი ლეჩხუმისათვის გამონაკლისი როდი იყო.
 
  მ ე ი ფ ა რ ი ა ნ ე ბ ი  და  მ ა ღ რ ი ა ნ ე ბ ი  სვანეთიდან მიგრირებული გვარია. ისინი შესაბამისად სოფელ დეხვირსა და ლაცორიაში მოსახლეობენ. მეიფარიანებსა და მაღრიანებზე არსებობს ასეთი გადმოცემა: ორბელს ზევით მთაზე არის სალოცავი, რომელსაც ,,ფარელს,, ეძახიან. ორბელის მკვიდრნი აქ ლოცულობდნენ. იქვე უცხოვრიათ მეიფარიანებს და მაღრიანებს. აღდგომის დღეს მღვდელი მეიფარიანი წირავდა,როდესაც უთხრეს, რომ მაღრიანის შვილმა თქვენი შვილი მოკლაო, მღვდელ მეიფარიანს ვითომ არც გაუგია ეს ამბავი რიტუალი ჩაატარა. შემდეგ გაუხდია ანაფორა და ბრძოლა გამოუცხადებია მკვლელისა და მისი გვარისათვის. ურთიერთშემოხლაში ბევრნი დახოცილან. ეხლაც შემორჩენილია ტოპონიმები ,,სამაღრიანო გორა,, და ,,სამეიფარიანო გორა,, მათ შორის მდებარე გორას კი ,,სამძივარა გორას,, უწოდებენ. ,,სამძივარა გორას,, იმიტომ უწოდებენ რომ ხანის გასვლის შემდეგ მტრად გადაკიდებული მხარეები აქ შერიგებულან, სამძიმარი უთქვამთ ერთმანეთისთვის. მაღრიანები და მეიფარიანები სვანეთიდან ყოფილან მიგრირებულნი. გვარი მაღრიანი ლეჩხუმში გვხვდება სოფელ უსახელოში მე-16 საუკუნეში (მართებს მაღრიანსა მიქელსა და მის შვილს გაბრიელს,,) ხაზგასასმელია, რომ დღეს ეს ორი გვარი სვანეთში აღარ მოსახლეობს.
 
კატეგორია: ლეჩხუმური გვარები | ნანახია: 5724 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2
2 soft1  
0
es magrianebze swori ar aris magrianebi 16 saukuneshi mulaxshi avidnen da margianebat gadaiketes gavri,

1 gio---gio52  
0
es istoria baxsolianebis shesaxeb ara sworia da vtxov am gverdis shemqmnels tu sheudzlia washalos

სახელი *:
Email *:
კოდი *: