პარასკევი
26.04.2024
06:11
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 1 » ადმინისტრაციული ცენტრის დაფუძნება – ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
22:53
ადმინისტრაციული ცენტრის დაფუძნება – ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან
   მე–15, მე–16 საუკუნეებში ფეოდალური საქართველო დაიშალა ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად. მისი მოკავშირე ბიზანტია დაეცა, საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. იგი ორცეცხლშუა აღმოჩნდა ოტომანურ თურქეთსა და სეფეიდურ ირანს შორის, რომლებიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებდნენ. ისინი ცდილობდნენ არამარტო საქართველოს თავიანთ ვასლად გადაქცევას, არამედ ქართველი ხალხის ასიმილირებასა და ფიზიკურ განადგურებას. ხსნის ერთ–ერთ იმედად რუსეთი რჩებოდა.
 
   1783 წელს დადებული ხელშეკრულებით ქართლ–კახეთის სამეფომ რუსეთი პროტექტორად აღიარა.
 
   1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო, შეიერთა იგი გუბერნიის სტატუსით.
 
    დასავლეთ საქართველოში რუსეთის მმართველობა შემოიღეს 1810 წლის თებერვლიდან. 1811 წლის აპრილში იმერეთი გამოცხადდა ოლქად. შემდეგ გადაკეთდა გუბერნიად. მასში შედიოდნენ იმერეთის და რაჭის მაზრები. 1867 წელს გაუქმდა სამეგრელოს სამთავროს დამოუკიდებლობა და იგი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. ლეჩხუმიც გამოცხადდა სამაზრო ერთეულად (მასში შედიოდა ზემო და ქვემო სვანეთი) და ისიც შევიდა ქუთაისის საგუბერნატოროში. ახლად შექმნილი მაზრის ფართობი 4636 კვ.კმ–ს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობა 37000 მცხოვრებს.
 
   თავის მხრივ ლეჩხუმ–სვანეთის მაზრა დაყოფილი იყო ალპანის, ცაგერისა და სვანეთის საბოქაულოებად. საბოქაულოს განაგებდა მაზრის უფროსის მიერ დანიშნული ბოქაული. საბოქაულო დაყოფილი იყო საზოგადოებებად. მაზრაში სულ 24 საზოგადოება იყო. სასოფლო საზოგადოებას მართავდა მამასახლისი,რომელსაც გლეხობის თვალის ასახვევად, მეფის ხელისუფლება არჩეულ პირად თვლიდა, სინამდვილეში კი მამასახლისი ბოქაულის მიერ ინიშნებოდა და სოფილის საზოგადოებაში პოლიციური ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი იყო.
 
   ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი გახდა ლაილაში.მურიდან ლაილაშს იქნა გადატანილი ადმინისტრაცია, სასამართლო,პოლიცია,დაბა სწრაფად გაიზარდა, აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, გაჩნდა რამდენიმე წვრილი საწარმო.
 
   მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ლაილაშს იყო 125 კომლი 903 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრად გამოხადებიდან მალე იქ მოსახლეობის რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, ლაილაშს გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ძირითადად იქ მცხოვრები ებრაელები და სომხები წარმართავდნენ. ბაზრობაზე მოდიოდნენ მეზობელი კუთხეებიდან – რაჭველები, სვანები, იმერლები, გადმოდიოდნენ ოსები და ყარაჩაელებიც კი. იმ დროიდან ცხენისწყლის ხეობის და რიონ–ლაჯანურის ხეობის მცხოვრებ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას შორის იწყება გაუთავებელი დავა სამაზრო ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადმოტანის შესახებ.
 
   მოპოვებული მასალების მიხედვით, ლეჩხუმის საზოგადოება აღნიშნული საკითხის გამო სამ ჯგუფად გაყოფილა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა დერჩის, მექვენის, ალპანის, ლაილაშისა და ჭყვიშის სასოფლო საზოგადოებანი, რომლებიც მაზრის ცენტრის ლაილაშში დატოვებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ საზოგადოებათა უმრავლესობა რიონის ხეობაშია განლაგებული.
 
   მეორე ჯგუფი მოითხოვდა მაზრის ცენტრად ცაგერის აღიარებას. ამ ჯგუფში შედიოდნენ ცხენისწყლის ხეობის სოფლები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ოყურეშის, ზუბის, ლუხვანოს, დეხვირისა და ცაგერის სასოფლო საზოგადოებებში.
 
   მესამე ჯგუფი უმცირესობაში იყო მოქცეული. მათი აზრით, მაზრის ცენტრი სოფელ ახალჭალას (ორბელი) უნდა დაფუძნებულიყო. ამ წინადადებას მიემხრენ მდინარე ლაჯანურის ხეობის სოფლები, რომლებიც ორბელის საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული.
 
   რევოლუციამდელი პრესის ფურცლებიდან ირკვევა, რომ ლეჩხუმის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრის შერჩევის საკითხი მწვავე კამათს იწვევდა მოსახლეობაში. ამიტომ მისი საბოლოო გადაწყვეტა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.
 
   1880 წელს ლეჩხუმში ქუთაისის გუბერნატორი ჩასულა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მაზრის ცენტრად სოფელი ცაგერი შეერჩია,მაგრამ მისთვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ ლაჯანურისა და რიონის ხეობათა საზოგადოებებს და იძულებული გამხდარა საგანგებოდ შედგენილი პირობები წარედგინა მათთვის. მათგან ერთ–ერთი მუხლი იყო ლაილაშისა და ცაგერის განაშენიანების საკითხი. ამაზე მიუთითებს ,,ივერიაში,, დაბეჭდილი წერილის შინაარსი, რომელიც მოგვითხრობს იმ გარდაქმნების შესახებ, რაც ორმა მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაატარა თავიანთი ცენტრების – ცაგერისა და ლაილაშის გამშვენიერებისათვის. 80–იან წლებში ცაგერში გაუყვანიათ გზატკეცილები, გაუშენებიათ ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ცაგერს და შემორჩენილი აქვს სახელად ,,ენკელის ბაღი,, ( ენკელი გვარია იმ დროს ლეჩხუმის მაზრის უფროსისა, რომლის თაოსნობითაც გაშენდა ბაღი). აუგიათ სავაჭრო დუქნები, უფრო ორგანიზებული სახე მიუციათ ,, იარმურკობისათვის,, , რაც ტრადიციულად ეწყობოდა მურში და შემდეგ ცაგერში და სხვა. ასეთი სამუშაოები ჩატარებულა სოფელ ლაილაშსაც. კორესპონდენცია მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: ,,ბოლოს ლაილაშში დარჩება მაზრის ცენტრი, თუ ცაგერში გადაიტანებენ, არ ვიცით. იმედის თვალით შევყურებთ მომავალს, როცა მოვესწრებით სამაზრო ცენტრად ცაგერის აღიარებას,,.
 
   სამაზრო ცენტრის ცაგერში გადმოტანის მომხრეთა შორის მოთავეები იყვნენ ნასპერელი მემამულე, მაზრის პოლიციის უფროსი, ქველმოქმედი პიროვნება ტარას ახვლედიანი, ცაგერელი მემამულე ალექსი მდივანი და იმ დროს პრესის აქტიური თანამშრომელი, მრავალი კორესპონდენციის ავტორი ყართლან ჩიქოვანი (ქაიხოსრო გელოვანთან ერთად ამ სამი პიროვნების აქტიური ზრუნვით გაიხსნა დაბა ლაილაშს ლეჩხუმის პირველი საერო–საქალაქო სასწავლებელი 1871 წელს). სამაზრო ცენტრის ლაილაშს დარჩენის მოთავე იყო უგანათლებულესი პიროვნება, პუბლიცისტი, თავადი ქაიხოსრო გელოვანი (მეორე).
 
    ლაილაშს სამაზრო ცენტრის არსებობის მოწინააღმდეგეებს მთავარ არგუმენტად ჰქონდათ სოფელ ღუს (ლაილაშის მიმდებარე სოფელი) მეწყრული მოვლემების გამო სამაზრო ცენტრში მისასვლელი გზების ყოველთვის უვარგისობა.
 
   1882 წელს ,,დროებაში,, გამოქვეყნდა უმაღლესი მთავრობის განკარგულება ქალაქად ცაგერის დატკიცების შესახებ. გაზეთ ,,დროებაში,, ვკითხულობთ: ,,4 თებერვალს ლეჩხუმის მაზრის უფროსმა გამოაცხადა უმაღლესი მთავრობის განკარგულება, რომ დღემდის ქალაქად წოდებული ლაილაში გაუქმდა და მის მაგივრად ქალაქად დამტკიცდა ცაგერი,,. 1882 წელს ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი ლაილაშიდან ცაგერში იქნა გადმოტანილი. ლაილაშელების გულისწყრომა გაზეთ ,,ივერიის,, ფურცლებზე შემდეგნაირად გამოხატა კორესპოდენტმა: ,,სანამ ლაილაში იყო სატახტო დაბა, სადაც წარმოებდა ლეჩხუმის თავი და თავი გამგებლობა, სანამ ლაილაშში მოთავსებული იყვნენ უმთავრესი სასამართლონი, მანამდის ლეჩხუმის ყოფა–ცხოვრება მიმდინარეობდა წყნარად,დინჯად და როგორც ზოგნი ამბობებ საბედნიეროდაც. მაგრამ ერთ–დღეს მოიქუფრა ლაილაშის ცა,ისე სქელის ღრუბლებით დაიფარა ბრწყინვალე მზე, რომ ერთი სხივი რა რის,ისიც კი არარსაიდან ანათებდა ამ არემარეს. ამავე დროს , სამაგიეროდ სოფელ ცაგერის მიდამო გამთბარი და განათებული იყო დიდებულის მზისაგან ისე რომ,ბერიკაცები თავის დღეში არ მოსწრებიან იმისთანა საკვირველს და საამურ სინათლეს.ის დრე იყო და ის დღე, ყველაფერმა იცვალა ფერი ლეჩხუმისათვის, რაც აქამდის აღმა მიდიოდა, იმას დაღმა მოჰყვა მიმდინარეობა, დამარცხებულ ლაილაშს სული უგუბდება, როდესაც ხედავს ცაგერის ბედნიერებას და ბედნიერი ცაგერი კი ფეხებს უბრაგუნებს უმისოდაც წელში მოწყვეტილ ლაილაშს,,.
 
   შემდგომი პერიოდის მასალებიდან ირკვევა, რომ რიონისა და ლაჯანურის ხეობების სასოფლო საზოგადოებების თავკაცებს ფარხმალი არ დაუყრიათ და იბრძოდნენ სამაზრო მმართველობის ორგანოების უკან – ლაილაშში დაბრუნებისათვის. როგორც ჩანს,ქუთაისის ახალი გუბერნატორი კიდევაც დაუთახნმებიათ ამაზე და სათანადო განკარგულება გაუცია მაზრის უფროსისადმი, რომ ცაგერში გადატანილი სამაზრო დაწესებულებები გადაეტანათ ისევ ლაილაშში. გუბერნატორის აღნიშნული განკარგულება არ შესრულებულა, იგი მალე გარდაიცვალა და მაზრის უფროსს უარი უთქვამს მის განხორციელებაზე.
 
   ცაგერი საბოლოოდ დამტკიცდა სამაზრო ცენტრად, მიუხედავად ამისა უკმაყოფილების გამოძახილი კვლავ პოულობს ასახვას ,,ივერიის,, ფურცლებზე. თავადი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც სამაზრო ცენტრის ცაგერში დაფუძნების მოწინააღმდეგე იყო, წერს: ყური არ უგდეს უმრავლესობის მოთხოვნებს, აღსრულდა უმცირებსობის სურვილი, სამაზრო ცენტრი ცაგერში წაიღეს. სამაზრო პოლიცია და სასამართლო ხალხისათვის არის დანიშნული, მაგრამ ლეჩხუმში ეს ასე არარის – ერთი–ორი რომ სარგებლობს ამ დაწესებულებით, ასი და ორასი მოკლებულია პოლიციის მფარველობას და მსაჯულთა სამართალდ სიშორის გამო.ამიტომ მაზრის სამმართველოსი და მომრიგებელი სამსჯავროს ცაგერში დაფუძნება შეუფერებელი ღონისძიება იყო.
 
 
დასასრული დაიდება უახლოეს მომავალში.....
კატეგორია: ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან | ნანახია: 2975 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: