პარასკევი
29.03.2024
00:22
ონლაინ რადიო
http://fmlechxumi.listen2myradio.com/
დაამატე რჩეულებში
დაამატე საიტი რჩეულებში
განცხადებები

განათავსეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მორბენალ სტრიქონში,რა თქმა უნდა უფასოდ!!! დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: gioyurashvili@mail.ru

გვერდები
სიწმინდე [1]
ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან [6]
ლეჩხუმური გვარები [14]
სოფლები [9]
უნიკალური ფოტოარქივი [10]
ფოლკლორი [8]
პოეზია [1]
ლადო [3]
ხვამლი [2]
ვიდეოები [24]
ღირსშესანიშნაობები [5]
მწვანე თეატრი [1]
სხვადასხვა [16]
ფოტოალბომები [4]
კომენტარები
შესვლის ფორმა
ამინდის პროგნოზი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა საიტზე
სტატისტიკა




მთვლელი
free counters

FeceBook

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!!!

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » 1924 წლის აგვისტოს აჯანყება
01:56
1924 წლის აგვისტოს აჯანყება
   1921 წლის ზაფხულში სვანეთში მოხდა მასობრივი გამოსვლები, რომელიც მალე დამარცხდა. ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შემდგომი ბრძოლისათვის ძლიერი ბიძგი იყო, აგრეთვე, 1922 წლის 26 მაისის მასობრივი მანიფესტაციები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 1922 წლის ზაფხულში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით უკმაყოფილო ქართველობამ თავი მოიყარა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმში. ასეთივე რაზმები შეიქმნა ქართლში, გურიაში, სამეგრელოში და სხვა.
 
  
   აჯანყებამ იფეთქა საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოებიდან სამი წლის შემდეგ. იგი სრულად ასახავდა იმ უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის გზით მოსული რეჟიმის მიმართ. შეიარაღებულ გამოსვლების მომზადებას და განხორციელებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული იატაკქვეშა გაერთიანება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე პარიტეტული კომიტეტი). აჯანყების მოსამზადებლად დამოუკიდებლობის კომიტეტთან შეიქმნა სამხედრო ცენტრი, რომლის პირველ ხელმძღვანელად აირჩიეს გენერალი კოტე აფხაზი.
 
  
   1922 წელს აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში (ხევსურეთის აჯანყება 1922). გამოსვლები მოეწყო გურიაში. 1923 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმი. 1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი, რომლის წევრები დააპატიმრეს. მარტში "საქართველოს სსრ"-ის ე.წ. "საგანგებო კომისია"-მ ("ჩეკა") დამკომის საიდუმლო სტამბა აღმოაჩინა. კპ (ბ) ცკ-ის მოთხოვნით, 1923 წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის მეთაური, გენერალი კ. აფხაზი, გენერლები ა. ანდრონიკაშვილი და ვ. წულიკიძე, ოფიცრები რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე. გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. ბაგრატიონ-მუხრანელი, ფ. ყარალაშვილი, ი. ყარანგოზიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ზანდუკელი, ი. კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი და ი. ქუთათელაძე ადმინისტრაციული წესით დახვრიტეს.
 
   1922 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა სოციალ-დემოკრატი ნოე ხომერიკი, რომელმაც თავის წრეში გაშალა მუშობა. სამხედრო ცენტრის პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ, რაც პირველი დიდი დარტყმა იყო დამოუკიდებლობის კომიტეტისათვის, ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, ხოლო მის თანაშემწედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი.
   აჯანყებას წინ უსწრებდა ლოკალური გამოსვლები 1921-1922 წლებში. დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხესა და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. სამწუხაროდ, ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, - 28 აგვისტოს. ამან დიდი დაღი დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ აჯანყება განწირული იყო. მიუხედავად სახალხო ხასიათისა, აჯანყება მოკლებული იყო კოორდინაციას და სიტუაციის რეალურ შეფასებაზე დამყარებულ გეგმას.
   ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა. სამხედრო ოპერაციებს თან ერთვოდა 1924 წლის 30 აგვისტოდან სექტემბრის დამლევამდე განხორციელებული, მანამდე უპრეცედენტო რეპრესიები, რომელმაც საერთო ჯამში თორმეტი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, - პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვედელოების, გლეხობის და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო. მიუხედავად დამარცხებისა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რისი დასტურიც არის 1937-1939 წლების "წითელ ტერორამდე" ქართველი ერის პერმანენტული ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ყოველივე ამას თვალნათლივ ადასტურებს ის დიდძალი დოკუმენტური მასალა, რომელიც დაცულია თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.
 
 აჯანყების დროს დახვრეტილი ლეჩხუმლების სია:
 
   
1)ასათიანი ბეგლარი როსტომის ძე   - 1854  -  მენშევიკების პარტია-აღსრულების თარიღი: 01/09/1924;
 
2)ასათიანი მიხეილი ყარამანის ძე - 1877 -  მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი: 01/09/1924;
 
3)ასათიანი გრიგოლი სარდიონის ძე - 1892 - მენშევიკების პარტია -  აღსრულების თარიღი: 01/09/1924;
 
4)ასათიანი გერასიმე ბიჭის ძე - 1893 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი: 01/09/1924;

5)ასათიანი გერასიმე ილიას ძე - 1894 - მენშევიკების პარტია - 
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
6)ასათიანი არქიპო დეისმანის ძე - 1897 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

 
7)ასათიანი ლადიკო დათოს ძე - 1899 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

8)ასათიანი გერონტი კაციას ძე - 1901 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

9)ასათიანი ჯუტა გუჩის ას - 1904 -  მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი: 01/09/1924;

10)ახვლედიანი შალვა - 1889 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი: 01/09/1924;

11)ახვლედიანი ვუჩუ ლევანის ძე - 1894 - მენშევიკების პარტია -აღსრულების თარიღი:01/09/1924;
12)ახვლედიანი ერემია დომენტის ძე - 1898 - ანტისაბჭოთა ელემენტი -აღსრულების თარიღი:01/09/1924;

13)ახვლედიანი მინა მინას ძე - 1901 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
14)ბანძალაძე ნიკო ალექსის ძე - 1884 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი: 01/09/1924;
 
15)ბურჯალიანი გრიგოლი დავითის ძე - 1889 - მენშევიკების პარტია -აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
16)გაბიძაშვილი სერგო უსეინის ძე - 1884 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
17)გელოვანი ლექსო ვახტანგის ძე - 1864 - ედპ -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

18)გელოვანი ინდიკო დავითის ძე - 1874 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

19)გელოვანი სერაფიონი - 1890 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
20)გუგავა მაქსიმე - 1883 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
21)კენჭაძე ანდრო (ამბაკო) მაშვას ძე - 1887 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
22)მერაძე პავლე - 1900 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
23)მუშკუდიანი ივანე გიორგის ძე -1889- - მენშევიკების პარტია - 01/09/1924;

24)სვანიძე ილია თომას ძე - 1888 - მენშევიკების პარტია - 
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

25)ფრუიძე არქიპო გიორგის ძე - 1884 - მენშევიკების პარტია -აღსრულების თარიღი:01/09/1924;

26)ფრუიძე ეპიფანე თომას ძე - 1897 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

27)ქარსელაძე პეტრე - 1882 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

28)ქარსელაძე მელქესი - 1885 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

29)ქვათამიძე იაშა - 1899 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

30)ქვარიანი ინდიკო გიორგის ძე - 1890 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

31)ყიფიანი აკაკი ერმილეს ძე - 1892 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;
 
32)ყურაშვილი ამაბკო თომას ძე - 1884 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

33)ყურაშვილი სალიკო გუძას ძე - 1894 - მენშევიკების პარტია - აღსრულების თარიღი:01/09/1924;

34)ჩარკვიანი ანდრო ბეგლოარის ძე - 1890 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924;

35)ჩიქოვანი ბაბუსია - 1881 - მენშევიკების პარტია -
აღსრულების თარიღი:01/09/1924; 


 
 
 

 



კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2779 | დაამატა: გიო_ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნიკა  
0
Sagol

სახელი *:
Email *:
კოდი *: